Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“იმერეთის რეგიონში არსებული ცხელების ცენტრები პაციენტებს სრულფასოვნად მოემსახურება”

თარიღი : 5-04-2020, 19:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ რეგიონში ცხელების ცენტრები დაათვალიერა. როგორც ზვიად შალამბერიძემ განაცხადა, იმერეთში სამი ცხელების ცენტრი მოქმედებს. ცხელების ცენტრები ქუთაისში, თერჯოლასა და სამტრედიაშია განთავსებული და სამივე მათგანი პაციენტებს სრულფასოვნად მოემსახურება.

"იმერეთის მასშტაბით შეირჩა სამი კლინიკა, რომელიც იმუშავებს როგორც ცხელების ცენტრები. ეს არის ქუთაისში, თერჯოლასა და სამტრედიაში მდებარე კლინიკები. შესაბამისად ის პაციენტები, რომლებსაც ექნებათ პირველადი სიმპტომები, მიმართავენ სწორედ ამ კლინიკებს, სადაც მოხდება მათი კლასიფიკაცია და შესაბამისად რეაგირება,”- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

როგორც ცნობილია, რეგიონების ხელმძღვანელმა პირებმა საქართველოს პრემიერ-მინისტრისგან მიიღეს დავალებები, სრული მზაობა არსებობდეს თერმოსკრინინგის პროცესისა და ჰოსპიტალური სექტორის შესაბამისობის, მათ შორის პირველადი ჯანდაცვის სისტემისა და ოჯახისა და სოფლის ექიმების მობილიზაციის კუთხით. ამასთან, დროულად უნდა დასრულდეს ე.წ ცხელების კლინიკების მოწესრიგებისა და შესაბამისი მედპერსონალის მზადყოფნის პროცესი. პრემიერ-მინისტრის დავალების შესაბამისად, იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე დღეს რეგიონში ყველა იმ სამედიცინო დაწესებულებას სტუმრობს, რომელიც კორონავირუსთან ბრძოლაშია ჩართული.

სახელმწიფო რწმუნებული რეგიონის მასშტაბით კლინიკების ხელმძღვანელებს და სამედიცინო პერსონალს ხვდება და მზადყოფნის შესახებ ინფორმაციას პირადად მათგან ისმენს.


ნანახია: 397-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი