Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ასამდე ექიმი იზოლაციაშია

თარიღი : 5-04-2020, 13:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საჩხერის სამედიცინო ცენტრის ასამდე თანამშრომელი იზოლაციაშია. აღნიშნულის მიზეზი საავადმყოფოს ექიმ-ინფექციონისტისათვის ახალი კორონავირუსის დადასტურება გახდა. აღნიშნული ექიმი საჩხერის მუნიციპალიტეტის მერის მეუღლეა.

სამედიცინო ცენტრის დირექტორის განცხადებით, ამ ეტაპზე კლინიკიდან 15 პირის სისხლის ნიმუშია კვლევაზე გაგზავნილი. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა იმის გასარკვევად, კონკრეტულად რომელი პაციენტიდან მოხდა ექიმის დაინფიცირება.

რაც შეეხება ეკიპირებას, კლინიკაში განმარტავენ, რომ კლინიკის პერსონალი სრულად არის ეკიპირებული. გარდა ამისა, თვითიზოლაციაში იმყოფება ყველა ის პირი, ვისაც ინფექციონისტთან ჰქონდა შეხება.

“ექიმ-ინფექციონისტთან ვირუსი სუსტად არის გამოხატული, ამიტომ მიმდინარეობს გადამოწმება. მას უკვე ჩაუტარდა ტესტი და ველოდებით შედეგს. კლინიკაში იზოლაციაში გვყავს 100-მდე თანამშრომელი იმისათვის, რომ დაზღვეულები ვიყოთ. ეპიდემიოლოგები მუშაობენ კონტაქტების დადგენაზე. იზოლაციაშია ყველა ის პირი, ვისაც ექიმთან ჰქონდა შეხება, მათ შორის ექიმის ოჯახი,”-ამბობს საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორი მიხეილ ქამუშაძე.


ნანახია: 759-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი