Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

30 წლის ქალი კი, რომელმაც მეუღლე და სამი შვილი ავარიის შედეგად დაკარგა, სიცოცხლისთვის იბრძვის

თარიღი : 4-04-2020, 14:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქვიშხეთთან მომხდარი საზარელი ავარიის შედეგად გარდაცვლილი ბაქარ ბანძელაძის მეუღლე მარიანა ქორიძე სიცოცხლისთვის იბრძვის. ის მძიმე მდგომარეობაში ჯერ კიდევ კლინიკაში იმყოფება. მარიანა ქორიძეს საზოგადოების თანადგომა სჭირდება. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ინფორმაციას მისი მეგობრები ავრცელებენ.

"მეგობრებო, ხშირად ვცდილობთ შეძლებისდაგვარდ დავეხმაროთ ადამიანებს, რომელთაც ჩვენი გვერდში დგომა სჭირდებათ. დღეს ჩვენი თანადგომა სჭირდება გოგოს, რომლის ამბავი მთელმა საქართველომ გაიგო. მარიანა ქორიძეს ავტოკატასტროფაში დაეღუპა მეუღლე და 3 შვილი. ის ახლა იბრძვის სიცოცხლისთვის.
ჩვენ გვესმის ახლანდელი მდგომარეობის გამო ყველას არ აქვს შესაძლებლობა სურვილის მიუხედავად ფინანსურად დაგვეხმარონ, ამიტომ იქნებ პოსტი გააზიატოთ და მივაწვდინოთ ხმა სხვადასხვა ფონდებს და ყველა შესაძლო საშუალებით დავუდგეთ ოჯახს გვერდით და გადავარჩინოთ ამ გოგოს სიცოცხლე. თქვენგან ჩარიცხული 1 ლარიც კი ძალიან მნიშვნელოვანია.

ყველანაირი დაფინანსება უკვე ამოიწურა და დღიურად საკმაოდ დიდი თანხაა გადასახდელი, ამიტომ გთხოვთ, გულთან მიიტანოთ ჩვენი მეგობრის მდგომარეობა და საქმითაც გამოხატოთ თანადგომა.
ყველას წინასწარ დიდ მადლობას გიხდით და გვჯერა, რომ ჩვენი "ფერადი გოგო" როდესაც კარგად გახდება, თავად გეტყვით მადლობას მისი გვერდში დგომისთვის.

ჩვენ ერთად ყველაფერს შევძლებთ!

ანგარიშის ნომრები: GE22BG0000000162482398; GE37TB7109445064300015; GE62LB0211116004056001. მიმღები ეკატერინე ქორიძე",-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ავტოსაგზაო შემთხვევა ქვიშხეთთან 26 იანვარს მოხდა. არსებული ინფორმაციით, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მდინარეში გადავარდა.

ავტომობილში ერთი ოჯახის 5 წევრი იმყოფებოდა. მძღოლი ადგილზე გარდაიცვალა, ბავშვები საავადმყოფოში მიყვანამდე. 30 წლამდე ასაკის ქალი კი, მძიმე მდგომარეობაში ორ თვეზე მეტია საავადმყოფოში იმყოფება.

ბანძელაძეების ოჯახი ქუთაისიდანაა. წყვილს ქალიშვილის იუბილე ჰქონდათ, რომელიც ბაკურიანში აღნიშნეს. საზარელი ავარია სწორედ იმ დროს მოხდა, როდესაც ბანძელაძეები ბაკურიანიდან ბრუნდებოდნენ.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 2768-ჯერ

მსგავსი სიახლეები
16 წლის მარიამ ჭანტურიძეს, რომელიც ავარიის შედეგად მძიმედ დაშავდა, საზოგადოების დახმარება ესაჭიროება.

ამინდი