Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ზესტაფონის მუნიციპალიტეტმა სოციალურად დაუცველი, მრავალშვილიანი ოჯახების დახმარება დაიწყო

თარიღი : 4-04-2020, 13:32 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ზესტაფონის ადგილობრივი თვითმმართველობის გადაწყვეტილებით, 29 მარტიდან, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში სხვადასხვა სოციალური ჯგუფების დახმარება მიმდინარეობს.

სოციალური აქციის ფარგლებში, 3 აპრილიდან მრავალშვილიანი, სოციალურად დაუცველი ოჯახების დახმარება დაიწყო. აღნიშნული სტატუსის მქონე ოჯახებს სასურსათო პროდუქტები ურიგდებათ.

სასურსათო ამანათების დარიგებაში ზესტაფონის მერი გიორგი გოგლიჩიძე, ვიცე მერი დავით მაღრაძე, საკრებულოს თავმჯდომარე ვახტანგ ღამბაშიძე და მაჟორიტარი დეპუტატი შალვა კიკნაველიძე მონაწილეობდნენ.

აქცია მრავალშვილიანი ოჯახების დასახმარებლად, ზესტაფონის მერიისა და კომპანია " ჯორჯიან მანგანეზის" ერთობლივი სოციალური პროექტის ფარგლებში ხორციელდება.

სასურსათო პროდუქტებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალური სტატუსის მქონე ყველა მრავალშვილიანი ოჯახი მიიღებს.


ნანახია: 717-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი