Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კორონავირუსით დაინფიცირებული თერჯოლელი მამაკაცის ოჯახის წევრები თავს კარგად გრძნობენ

თარიღი : 3-04-2020, 15:30 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მუნიციპალიტეტში ამ ეტაპზე თვითიზოლაციაში 8 პირი იმყოფება. მათგან 5 მარნეულის და ბოლნისის მკვიდრია, ხოლო 3 კორონავირუსით დაინფიცირებული თერჯოლის მკვიდრი მამაკაცის ოჯახთან კონტაქტში მყოფი პირები არიან.

“დაინფიცირებული თერჯოლის მკვიდრის ოჯახის წევრი, რომელიც ხარაგაულში 29 მარტს იმყოფებოდა, თავს კარგად გრძნობს და მას არ აღენიშნება კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები.

29 მარტს მასთან კონტაქტში მყოფი 9-ვე პირი არის იდენტიფიცირებული. ისინი იმყოფებიან საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მეთვალყურეობის ქვეშ და თავს კარგად გრძნობენ,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.


ნანახია: 1412-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი