Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ ზესტაფონში ძებნილი დააკავა

თარიღი : 22-03-2014, 14:50 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი   
topnews.com.ge
შსს-ს სასაზღვრო პოლიციამ ზესტაფონში ძებნილი დააკავა.
დაკავებულია 1986 წელს დაბადებული ნანა რ., რომელიც წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის მრავალჯერაა ნასამართლევი.
ის 2014 წლის 18 მარტიდან ჯგუფის მიერ საზოგადოებრივი წესრიგის დამცველის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ჩადენილი წინააღმდეგობის, მუქარის ან ძალადობის ბრალდებით იძებნებოდა.
გამოძიებამ დაადგინა, რომ დაკავებულმა 2013 წლის 31 მაისს თბილისში, სამღერეთის ქუჩაზე, ძარცვაში ბრალდებული პირის კახაბერ ფ-ს დაკავებისას პოლიციის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია, მათ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიამ 2014 წლის 20 თებერალს, ნანა რ-ს აღმკვეთ ღონისძიებად 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა. იგი განაჩენის გამოცხადების შემდეგ მიიმალა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად ნანა რ. მიმალვიდან ორ დღეში ქალაქ ზესტაფონში დააკავეს.
ამჟამად ნანა რ. სასჯელაღსრულების დეპარტამენტის მე-5 დაწესებულებაშია შესახლებული.


ნანახია: 2085-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი