Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე აგრარულ ბაზარს დეზინფექცია ჩაუტარდა

თარიღი : 2-04-2020, 16:57 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე მდებარე აგრარულ ბაზარში ისევ ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები. პანდემიასთან ბრძოლის ერთ-ერთი მთავარი საშუალება სანიტარული უსაფრთხოების ნორმების დაცვაა. ამ მიზნით, ქუთაისში პერმანენტულად ტარდება სხვადასხვა ტიპის სადეზინფექციო სამუშაოები.

ქუთაისის მერიის ინფორმაციით, აგრარული ბაზრების მუშაობა არ შეჩერებულა საყოველთაო კარანტინის პირობებშიც, თუმცა იქ განსაკუთრებული ყურადღება ექცევა როგორც ჯანდაცვის ორგანოების რეკომენდაციების დაცვას, ასევე კარანტინით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

ნიკეას ქუჩაზე მდებარე აგრარულ ბაზარში ქუთაისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის თანამშრომლებიც იმყოფებოდნენ და პერსონალს და მომხმარებლებს საკარანტინო წესების დაცვისკენ მოუწოდეს.


ნანახია: 775-ჯერ

მსგავსი სიახლეები
2016 წლის იანვრიდან დღემდე სურსათის ეროვნულმა სააგენტომ ჩაატარა გეგმური ინსპექტირება საქართველოს 28 აგრარულ ბაზარში, არაგეგმურად
რეაბილიტაცია ქუთაისში, ნიკეას ქ. #14-ში მდებარე შენობას უტარდება.

ამინდი