ქუთაისის მერი მოსახლეობას სკვერის დასუფთავებაში დაეხმარა
თარიღი : 22-03-2014, 14:45 | კატეგორია: ახალი ამბები

ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელი შოთა მურღულია ძელქვიანის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოსახლეობას სკვერის დასუფთავებაში დაეხმარა.
მურღულიასთან შეხვედრისას ჭავჭავაძის #17-ში მცხოვრებმა მოქალაქეებმა მერს სკვერის დასუფთავება სთხოვეს. დღეს დილით ადგილზე ,,ქუთსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები მივიდნენ.
მოსახლეობის განცხადებით, აღნიშნული სკვერი რამდენიმე კვირაა არ დასუფთავებულა, რამაც ტერიტორიაზე ნარჩენების დაგროვება გამოიწვია.
„ამ სკვერში ისეთი ანტისანიტარია იყო ბავშვები ვერ გამოგვყავდა სათამაშოდ. კარგია რომ ჩვენს თხოვნას რეაგირება მოჰყვა,“-ამბობს ლია სოფრომაძე.
ცნობისთვის, ქუთაისის მერიის მიერ ჩატარებული ტენდერის შედეგად გამარჯვებული კომპანია ,,ქალაქ სერვისი“ სკვერებისა და მწვანე საფარის მოვლა პატრონობას ყოველდღიურად განახორციელებს.