Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვინ არის ლაშა გოგიაშვილი, რომელიც თერჯოლის მერის მოვალეობას შეასრულებს?

თარიღი : 1-04-2020, 19:43 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ლაშა გოგიაშვილი წარადგინა, რომელიც მერის მოვალეობას შეასრულებს.

ლაშა გოგიაშვილი მიმდინარე წლის 31 მარტს, მანუჩარ ფანჩულიძის გათავისუფლების შემდეგ დაინიშნა.

მუნიციპალიტეტის მერმა ბონდო სოფრომაძემ თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოს უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ დღეს განცხადებით მიმართა.

მას შემდეგ, რაც თერჯოლის საკრებულო ბონდო სოფრომაძეს უფლებამოსილებას შეუწყვეტს, მერის მოვალეობას ლაშა გოგიაშვილი შეასრულებს.

ლაშა გოგიაშვილი 2017 წლიდან დღემდე ა(ა)იპ „მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ დირექტორის მოადგილე იყო, 2012-2017 წლებში სსიპ საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის სამეურნეო დარგის მთავარი მენეჯერის თანამდებობა ეკავა, 2006-2010 წლებში - შპს „ივენთ კომპანი“-ს აღმასრულებელი დირექტორი, 2002-2005 წლებში კი შპს "მელოდის არტი“-ს მიმართულების მენეჯერი იყო.

ჰყავს მეუღლე და სამი შვილი.


ნანახია: 534-ჯერ

მსგავსი სიახლეები
თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერიაში მორიგი გაფართოებული თათბირი გაიმართა, რომელსაც მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე უძღვებოდა.
როგორც ცნობილია, მუნიციპალიტეტის პირი პირველი სამსახურიდან პირადი განცხადების საფუძველზე წავიდა.

ამინდი