Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

გოგი წულაია დააკავეს

თარიღი : 1-04-2020, 15:46 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
გოგი წულაია დააპატიმრეს. პარტია "თავისუფალი საქართველოს" თანათავმჯდომარე ქუთაისში, მერიის მიმდებარე ტერიტორიაზე ბრიფინგს მართავდა. ის სავალუტო ჯიხურების დახურვას აპროტესტებდა. ბრიფინგის დასრულების შემდეგ მასთან საპატრულო პოლიციის წარმომადგენლები მივიდნენ და განუმარტეს, რომ საგანგებო მდგომარეობის პერიოდში ნებისმიერი სახის პროტესტის ფორმა შეზღუდული იყო. ადგილზე მცირე შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. პოლიციელებმა წულაია მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებისთვის დააკავეს.

"პოლიციელის სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს, პოლიციელისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენება, რაც გამოიხატა თქვენგან სიტყვებით "დედას გიტირებთ" -არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა, რაც ითვალისწინებს ადმინისტრაციულ პატიმრობას, რომელიც უნდა დაგეკისროთ სასამართლოსგან, ჯარიმის, ან პატიმრობის სახით. გადაეცემით სასამართლოს და შემდეგ განვიხილავთ თქვენი ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ყველა ეტაპს,"-განუმარტეს პოლიციის წარმომადგენლებმა გოგი წულაიას.


ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1092-ჯერ

მსგავსი სიახლეები
წულაია გუშინ საპატრულო ეკიპაჟთან სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო დააკავეს
პარტია „თვისუფალი საქართველოს“ იმერეთის ორგანიაციის თავმჯდომარე გოგი წულაია სამართალდამცავებმა პოლიციისათვის წინააღმდეგობის
სასამართლოს განმარტებით, შპს 'პარკინგსერვისი' წარმოადგენს უფლებამოსილ იურიდიულ პირს, რომელსაც ადმინისტრაციული სამართალდარღვევის
მოქალაქე ი.ჩ იუსტიციის სახლში დღეს მას შემდეგ დააკავეს, რაც მომსახურების მისაღებად მისულმა იუსტიციის სახლის ოპერატორს სიტყვიერი

ამინდი