"ეს იყო პუტინის, ღარიბაშვილისა და ივანიშვილის ერთობლივი სურვილი"
თარიღი : 22-03-2014, 13:17 | კატეგორია: ახალი ამბები

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გიორგი თევდორაძე მთავარ პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაბარებას ეხმაურება.
თევდორაძის თქმით, პროკურატურაში მიხეილ სააკაშვილის დაბარება რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის, პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის და ნომერ პირველი" მოქალაქის" ბიძინა ივანიშვილის ერთობლივი სურვილი იყო.
"ერთის შეხედვით უაზრო, ქაოტურ გადაწყვეტილებას პროკურატურის მიერ მიხეილ სააკაშვილის დაკითხვაზე დაბარების თაობაზე ოდნავი ანალიზის პირობებშიც კი ძალიან მზაკვრულ და მიზანმიმართულ მოტივს შეიცავს პუტინის რეჟიმის და მისი ინსტრუმენტების ბიძინა ივანიშვილის და ჰაკიმ-ფაშა ღარიბაშვილის მხრიდან. თუ გავითვალისწინებთ მიხეილ სააკაშვილის მნიშვნელობას, გნებავთ პოლიტიკურ წონას დასავლეთის თვალში, რაც უკრაინაში ბოლო დროს მიმდინარე მოვლენების ფონზე ვფიქრობ უფრო გამოკვეთილი და თვალში საცემი გახდა. დარწმუნებული ვარ მის წინააღმდეგ განხორცილებული ნებისმიერი სანქცია, რაოდენ ,,კანონშესაბამისად" არ უნდა სცადონ და წარმოგვიჩინონ მხოლოდ და მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება, მოხდეს საქართველოს ხელისუფლების დისკრეტიზაცია ევროსტრუქტურების თვალში და შესაბამისად გაჩნდეს გარკვეული დისონანსი ამ ურთიერთობებში. მან ადვილად შესაძლებელია პუტინისთვის და საქართველოს ,,პირველი მოქალაქისთვის" სახარბიელო შედეგამდე მიგვიყვანოს, რასაც ივნისის თვეში გადმოწეული ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერაზე ბარიერის შექმნა ქვია."- აცხადებს თევდორაძე.
შეგახსენებთ, რომ პროკურტურაში ქვეყნის ყოფილი პრეზიდნეტი 27 მარტს, 13:00 საათზე დაბარებული.