Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელმა რაგბისტებმა გაჭირვებული ოჯახების დასახმარებლად, ქალაქის მერიას საკვები პროდუქტები გადასცეს

თარიღი : 30-03-2020, 14:29 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისელმა რაგბისტებმა საქველმოქმედო მიზნით, დიდი რაოდენობით სურსათი და ჰიგიენური საშუალებები ქუთაისის თვითმმართველობას საჩუქრად გადასცეს.

რაგბისტებმა სხვადასხვა დასახელების სურსათი ყუთებით სპორტის სასახლეში მიიტანეს, სადაც პროდუქცია უკვე დაფასოვდა. პროდუქტები ოჯახებზე საჭიროების მიხედვით გადანაწილდება. სასურსათო ამანათების დაფასოებაში მონაწილეობა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ და მერის მოადგილეებმა მიიღეს.

“სასიამოვნოა როცა ვხედავთ მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის და სოლიდარობის ასეთ მასობრივ ფაქტებს. მადლობა მინდა ვუთხრა ჩვენს რაგბისტებს, რომლებმაც დიდძალი პროდუქტი და ჰიგიენური საშუალებები გადმოგვცეს,”- აცხადებს ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია.


ნანახია: 323-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი