Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა მდგომარეობაა რიკოთზე, ავტობანის მშენებლობაზე?

თარიღი : 30-03-2020, 13:37 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
რიკოთის საუღელტეხილო გზის მშენებლობა ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს-ინფორმაციას ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

სამუშაოები ახალი კორონა ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საბჭოს დავალებით ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული სპეციალური რეკომენდაციების შესაბამისად ხორციელდება.

ამ დროისთვის სამშენებლო სამუშაოები რიკოთის საუღელტეხილო გზის ხევი-უბისას 12.2 კმ-იან, უბისა-შორაპანის 13 კმ-იან და ჩუმათელეთი-ხევის 11.7 კმ-იან მონაკვეთებზე მიმდინარეობს.

მეოთხე, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და სამუშაოები უახლოეს მომავალში დაიწყება.

რიკოთის საუღელტეხილო მონაკვეთის მოდერნიზება უმნიშვნელოვანესია საგზაო ქსელის განვითარებისა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის კუთხით. ახალი გზა ითვალისწინებს საგზაო უსაფრთხოების ყველა თანამედროვე სტანდარტს, ხოლო მისი პარამეტრები უზრუნველყოფს სიჩქარის გაორმაგებას, უსაფრთხოების სრული დაცვით, რაც საბოლოო ჯამში აღმოსავლეთ-დასავლეთის დერეფნის დასრულებისას მგზავრობის დროს გაანახევრებს.


ნანახია: 387-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი