Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საჩხერის სამედიცინო ცენტრი შესახლოა კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულმა ორმა პაციენტმა დატოვოს

თარიღი : 30-03-2020, 11:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
საჩხერის სამედიცინო ცენტრში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული სამი პაციენტიდან ორ მათგანს დღეს საკონტროლო ტესტი ჩაუტარდება, რომლითაც გაირკვევა, ჩაითვლებიან თუ არა პაციენტები კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულად.

საჩხერის სამედიცინო ცენტრის დირექტორის, მიხეილ ქამუშაძის თქმით, თუ ტესტის პასუხი უარყოფითი იქნება, პაციენტები კლინიკას დატოვებენ. საავადმყოფოში ინფიცირებული მესამე პაციენტი-ახალგაზრდა მამაკაცი დარჩება, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია.

საჩხერის სამედიცინო ცენტრში ასევე იმყოფებიან ვირუსის საეჭვო სიმპტომებით პაციენტები, რომელთა სისხლის ნიმუშების კვლევაც დღეს მოხდება.


ნანახია: 708-ჯერ

მსგავსი სიახლეები