Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საფრანგეთიდან დაბრუნებულმა მოქალაქეებმა საირმის საკარანტინო ზონა დატოვეს

თარიღი : 29-03-2020, 17:34 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში, კურორტ საირმეში მდებარე საკარანტინო ზონა 41-მა მოქალაქემ დატოვა. მათ კარანტინში ყოფნის ორკვირიანი ვადა ამოეწურათ, ხოლო აღნიშნული პერიოდის განმავლობაში ვირუსისისთვის დამახასიათებელი რაიმე სინპტომი არ დაფიქსირებიათ. ადგილზე იმყოფებოდა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე, რომელიც საკარანტინო ზონიდან მოქალაქეების გაყვანას დაესწრო.

საკარანტინო ზონები როგორც იმერეთში, ასევე საქართველოს სხვა მხარეებში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით მოეწყო. 41-ვე მოქალაქე სახელმწიფომ საკუთარ სახლებში სპეციალურად გამოყოფილი სატრანსპორტო საშუალებებით დააბრუნა.

საირმის საკარანტინო ზონაში საფრანგეთიდან სამშობლოში დაბრუნებული მოქალაქეები იმყოფებოდნენ. სასტუმროებში, სადაც საკარანტინო სივრცეებია შექმნილი, განთავსების პირობები სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო ჯანდაცვის ორგანიზაციისა და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებულ ნორმებთან საკარანტინო სივრცეების მოწყობის შესახებ.


ნანახია: 423-ჯერ

მსგავსი სიახლეები