Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულში, თვითიზოლაციის წესის დარღვევისთვის პირს 3 000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა

თარიღი : 28-03-2020, 11:21 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შინაგან საქმეთა სამინისტრო, ახალი კორონავირუსის ქვეყანაში გავრცელების აღკვეთის და პრევენციის მიზნით, დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრთან ერთად, აქტიურად განაგრძობს თვითიზოლაციაში მყოფი მოქალაქეების მკაცრ მონიტორინგს.

ერთობლივი მონიტორინგის შედეგად, იმერეთის, მცხეთა-მთიანეთის და გურიის რეგიონებში თვითიზოლაციის წესების დარღვევის 3 ახალი ფაქტი გამოვლინდა.

იმერეთში დაჯარიმებული მოქალაქე ტყიბულის მკვიდრია. რეგიონში თვითიზოლაციაში ჯამში 515 პირი იმყოფება.

პოლიციამ თვითიზოლაციის წესების დამრღვევი ყველა პირი კანონის შესაბამისად, ადმინისტრაციულად, 3000 ლარის ოდენობის თანხით დააჯარიმა და საკარანტინო ზონებში იძულებით გადაიყვანა.

ყველა ფიზიკური და იურიდიული პირი ვალდებულია, დაიცვას საგანგებო რეჟიმი, რომლის დარღვევაც გამოიწვევს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას, ხოლო განმეორებით ჩადენილი იგივე ქმედება გამოიწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას.


ნანახია: 2639-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი