Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, მკურნალობას ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გააგრძელებს

თარიღი : 27-03-2020, 11:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში კოვიდ 19 დაუდასტურდა, საფრანგეთში სწავლობდა. ის იმერეთის რეგიონის ერთ-ერთი საკარანტინე სივრციდან კლინიკაში გუშინ მოათავსეს.

ქუთაისის ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, მამაკაცი აეროპორტიდან პირდაპირ მოთავსდა საკარანტინე სივრცეში. მოგვიანებით მას დაეწყო ყნოსვის და მადის დაქვეითება და დიარეა.

ახალგაზრდა მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულმა ცენტრმა კი უკვე შეისწავლა აღნიშნული მამაკაცის კონტაქტები. ცენტრში აცხადებენ, რომ მამაკაცი იცავდა თვითიზოლაციისა და კარანტინის წესებს და მისი კონტაქტების წრე ვიწროა.

რაც შეეხება იმერეთის რეგიონში არსებულ 4 საკარანტინე სივრცეს, ჯამში კარანტინში 377 ადამიანი იმყოფება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


ნანახია: 477-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი