გეგუთის ციხეში მყოფ დაინვალიდებულ პატიმარს დახმარებას ჰპირდებიან
თარიღი : 30-08-2013, 12:11 | კატეგორია: ახალი ამბები, სამართალი

გეგუთის ციხის პატიმრის ირაკლი პერტიას პრობლემასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატსა და სასჯელაღსრულების სამინისტროში აცხადებენ, რომ პატიმრის საქმეზე რეაგირებას მოახდენენ.
სახალხო დამცველის აპარატში ირაკლი პერტიას ოჯახის წევრების პრეტენზიებს უსაფუძვლოს უწოდებენ და აცხადებენ, რომ პერტიას ომბუდსმენისათვის არ მიუმართავს.
სახალხო დამცველის აპარატის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო ერემაშვილის თქმით, ომბუდსმენის აპარატმა მისი კომპეტენციის ფარგლებში რომ იმოქმედოს, ამისათვის პატიმარმა განცხადება უნდა დაწეროს და ამის შემდეგ სახალხო დამცველის აპარატის წევრები მას შეხვდებიან.
სასჯელაღსრულების სამინისტროში კი აცხადებენ, რომ გეგუთის ციხის სამედიცინო განყოფილება ირაკლი პერტიას პრობლემის შესახებ საქმის კურსშია. სამინისტროს პრესსამსახურის ირაკლი კორძაიას თქმით, პატიმრისათვის ეტლის შეძენა კი უახლოეს დღეებში მოხდება.
შეგახსენებთ, რომ გეგუთის #14 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი ირაკლი პერტია წელსქვემოთ არის მოწყვეტილი და დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია. ოჯახის წევრები ციხის ადმინისტრაციას, სახალხო დამცველის აპარატსა და სასჯელაღსრულების სამინისტროს უმოქმედობაში ადანაშულებენ.