Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის სოფლებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

თარიღი : 26-03-2020, 18:07 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა ციხესულორის ადმინისტრაციულ ერთეულებში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

ციხესულორის ადმინისტრაციულ ერთეულში ყოფილი კომისარიატიდან კეჭნარას მიმართულებით საავტომობილო გზის (1620 მ) რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ამ დროისათვის განხორციელებულია გზის დაპროფილება და გასწორება, სამუშაოები დასკვნით ეტაპზეა.

სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გი-ან 2011“ ახორციელებს. გზის რეაბილიტაცია ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში დასრულდება. აღდგენითი სამუშაოებისათვის რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 289,900 ლარია გამოყოფილი.


ნანახია: 199-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი