Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორი: რეგიონში საკვები პროფუქტების არც მარაგის და არც ფასების მხრივ სანერვიულო არაფერია

თარიღი : 25-03-2020, 17:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ სუპერმარკეტების ქსელებსა და საცხობებში არსებული ვითარება პირადად შეამოწმა.

მონიტორინგის ფარგლებში სახელმწიფო რწმუნებული ასევე იმყოფებოდა სუპერმარკეტების საწყობებში, სადაც პროდუქტების მარაგის კუთხით არსებულ სიტუაციას გაეცნო.

გარდა ამისა, ზვიად შალამბერიძე მარკეტებში მომხმარებლებს შორის სავალდებულო დისტანციის დაცვის საკითხითაც დაინტერესდა.

დღესვე, სახელმწიფო რწმუნებული რამდენიმე სადღეღამისო საცხობს ეწვია და ფასის ზრდის შესახებ გავრცელებული ინფორმაციით დაინტერესდა, თუმცა გაირკვა, რომ ფასი არცერთი სახის პროდუქტზე არ გაზრდილა.

"რეგიონში შეიძლება ითქვას, რომ საკმაოდ კარგი დინამიკა გვაქვს საკვებ პროდუქტებთან დაკავშირებით, სუპერმარკეტებში არანაირი პროდუქტის დეფიციტი არ არის. ყველანაირი სტანდარტის დაცვით მიმდინარეობს მუშაობა. ყველა სუპერმარკეტი, პურფუნთუშეულის საცხობები ითვალისწინებენ იმ სტანდარტებს, რისი რეკომენდაციაცაა გაცემული. არც მარაგის და არც ფასების მხრივ სანერვიულო არაფერია, ვაკონტროლებთ ყოველდღიურად, რომ მარაგები იყოს შევსებული, ფასებზეც კონტროლი გვაქვს, ასე რომ, ყველა პირველად მოხმარების პროდუქტის შეძენა უპრობლემოდ, უცვლელ ფასად არის შესაძლებელი", - განაცხადა შალამბერიძემ.

მონიტორინგის ფარგლებში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ყველა მუნიციპალიტეტს ეწვევა და არსებულ ვითარებას პირადად გაეცნობა.


ნანახია: 539-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი