Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისელი გიდები დახმარებას ითხოვენ

თარიღი : 24-03-2020, 19:50 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
“საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის" თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილი განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ტურიზმის სექტორისთვის შეთავაზებული მხარდაჭერის პაკეტიდან, თითქმის არც ერთი პირდაპირ გიდებსარ შეხებია. როგორც ბერეკაშვილი განმარტავს, არც ქონების გადასახადზე დაწესებული შეღავათია მნიშვნელოვანი და არც საშემოსავლო თუ მოგების გადასახადების გადავადება წარმოადგენს შვებას.

"შესაბამისად, საჭიროა სპეციალური მიდგომა გიდებისთვის. მათთვის ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი იყო ერთადერთი წყარო და წარმოადგენენ ისეთ მოწყვლად რისკჯგუფს, რომელთაც ისედაც არასტაბილური სეზონური სამუშაო გაურკვეველი ვადით დაკარგეს.

ოფიციალური სტრუქტურების მიერ დასახელებული პანდემიის პერიოდის ხანგრძლივობა არ იძლევა უახლოეს მომავალში დამაიმედებელი პროგნოზის გაკეთების საშუალებას (სახელდება 3 დან 8 კვირა).

ჩვენ გვესმის სახელმწიფოს რთული მდგომარეობის, ერთის მხრივ ებრძოლოს პანდემიას და დაიცვას ადამიანების ჯამრთელობა და მეორეს მხრივ, დაეხმაროს ეკონომიკის სტაბილიზაციას, აქედან გამომდინარე ვთავაზობთ შემდეგს:

1. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და რეგიონალური ტურისტული ცენტრების მიერ გამოცხადებული ახალი გიდების გადამზადების კურსები გადავადდეს მინიმუმ ერთი წლით!

2.ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის და რეგიონალური ტურისტული ცენტრების არსებული დამტკიცებული ბიუჯეტიდან (რომლებიც გათვალისწინებული იყო საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობისთვის, რეკლამირებისთვის, სხვადასხვა სატრენინგო პროექტებისთვის, საინფორმაციო ტურებისთვის და სხვა აქტივობებისთვის ), იქნეს გამოყოფილი კონკრეტული ფინანსური დახმარების პაკეტი გიდებისთვის.

3. კრიტერიუმების შესამუშავებლად, მზად ვართ გავიაროთ მათთან კონსულტაციები, რომლის მიხედვითაც უნდა მოხდეს დახმარების გაცემა,”-ამბობს “საქართველოს ახალგაზრდა გიდების ასოციაციის” თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილი.


ნანახია: 505-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი