Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულში დასაქმებული მარნეულელი პირები იდენტიფიცირებულია

თარიღი : 24-03-2020, 15:53 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის მერი ნიკოლოზ თოფურიძე და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე ჩინური კომპანიის წარმომდგენლებს შეხვდნენ და მათ კომპანიებში დასაქმებული მარნეულელი მოქალაქეების შესახებ ინფორმაცია მიიღეს.

ამ დროისთვის საერთო ჯამში ხარაგაულში მარნეულის მკვიდრი 41 მოქალაქის ვინაობაა იდენტიფიცირებული.
26 პირია დასაქმებული ავტობანის მშენებლობის უბისა-შორაპანის (F3) მონაკვეთზე.

14 პირი მოლითი-ფონას გზის მშენებლობის მონაკვეთზე.

ერთი პირი ავტობანის მშენებლობის ხევი-უბისას (F2) მონაკვეთზე.
ამათგან: ეს უკანასკნელი იმყოფება თვითიზოლაციაში, კომპანიის საცხოვრებელ ფართში.

ჩინურ კომპანიაში დასაქმებული 26 პირი, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებოდნენ, ხარაგაულის მერის მოთხოვნით კომპანიის საცხოვრებელი ფართების იზოლირებულ განყოფილებებში განთავსდნენ.

14 პირი კი თვითიზოლაციის პირობებში ხაშურში რჩება.

“კომპანიის წარმომადგენლები და მათ კომპანიებში დასაქმებული ექიმები პირდად აკონტროლებენ დასაქმებული მოქალაქეების ჯანმრთელობის მდგომარეობას.
ყვლა პირზე კონტროლს ახორციელებს ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის ცენტრი.

რაც შეეხება ხარაგაულის მოქალაქეებს, ამ დროისთვის თვითიზოლაციაში გვყავს 14 პირი, ერთი კარანტინში, ხოლო ინფიცირებული არც ერთი. დღესვე,
ჩინური კომპანიის წარმომადგენლებმა ხარაგაულის მერიას საჩუქრად პირბადეები გადასცეს,”-აცხადებენ ხარაგაულის მერიაში.


ნანახია: 332-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი