Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის აეროპორტთან დაკავშირებით, ავიაკომპანია Wizz Air-ი განცხადებას ავრცელებს

თარიღი : 22-03-2020, 19:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ფრენების განახლების თარიღი გადაიდო. 3 აპრილის ნაცვლად, აეროპორტი მუშაობას 20 აპრილს განაახლებს.

“მიმდინარე მოვლენებიდან გამომდინარე Wizz Air- ი საქართველოდან ყველა მიმართულებით ფრენას 20 აპრილამდე აჩერებს.

ასევე, ცვლილებები ეხება ფრენებს შემდეგი ქვეყნებიდან:

ალბანეთი – ფრენები გაუქმდება 23 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით.
ფინეთი – ფრენები შეჩერდება 2 აპრილამდე,
პორტუგალია – ევროკავშირს მიღმა მყოფი ქვეყნების მიმართულებით ფრენები 17 აპრილამდე შეჩერდება.
აღნიშნული სამგზავრო შეზღუდვები გამოწვეულია COVID-19-ის პანდემიის გავრცელებისა და თავიდან აცილების მიზნით.

მომხმარებლებს, რომლებსაც აღნიშნული ცვლილება შეეხო და რომლებსაც დაჯავშნილი ჰქონდათ ბილეთები ავიაკომპანიის ვებგვერდისა თუ მობილური აპლიკაციის საშუალებით, მიიღებენ შეტყობინებას ელ.ფოსტაზე.

დეტალური ინფორმაციისთვის მიმართეთ ავიაკომპანიას: 0 706 777 483,”-ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტს ამ დროისათვის მუშაობა შეწყვეტილი აქვს.


ნანახია: 489-ჯერ

მსგავსი სიახლეები
Pegasus-მა სტამბოლის მიმართულებით ფრენები გასული წლის აპრილში დაიწყო და აღნიშნული რეისები სტამბოლის მიმართულებით ქუთაისის

ამინდი