Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის გუბერნატორმა და ქუთაისის მერმა ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცეს

თარიღი : 21-03-2014, 14:17 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ, ქუთაისში მოქმედ ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცეს.
მხარისა და ქალაქის პირველი პირების თქმით, ქუთაისში ჟურნალისტებისათვის ყველანაირი პირობაა შექმნილი, რათა მათ პროფესიული მოვალეობა პირნათლად შეასრულონ.
„მიხარია, რომ ქალაქში მედიის წარმომადგენლები მრავლად არიან. მივესალმები მათ აქტიურობას და მინდა ასეთივე აქტიური დარჩეს მედია. ჩვენ მაქსიმალურად შევეცდებით ჟურნალისტები რაც შეიძლება ობიექტურები იყვნენ. კრიტიკისთვისაც მზად ვართ, თუმცა ეს კრიტიკა ჯანსაღი უნდა იყოს,“ - აღნიშნა მერმა.
იმერეთის გუბერნატორმა მედიის წარმომადგენლებთან ურთიერთობისას სამხარეო ადმინისტრაციის ღიაობას გაუსვა ხაზი.
„ჩვენ მზად ვართ ჟურნალისტებს ნებისმიერ გამოთხოვილ ინფორმაციაზე პასუხი გავცეთ. მზად ვართ თქვენი კრიტიკისათვის. თუმცა ეს კრიტიკა დასაბუთებული უნდა იყოს და ჩვენ საქმის გამოსწორებაში უნდა შეგვიწყოს ხელი,“ - განაცხადა იმერეთის გუბერნატორმა.


ნანახია: 1796-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მხარისა და ქალაქის პირველი პირების თქმით, ისინი ვეტერან სპორტსმენებთან შეხვედრას მომავალშიც გეგმავენ და მათი პრობლემების
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ 2013 წლის წარმატებული
ქართული ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით ქუთაისში, თი ბი სი გალერეაში ჟურნალისტების ნახატებისა და ფოტო ნამუშევრების გამოფენა
იმერეთის გუბერნატორმა ზაზა მეფარიშვილმა და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა შოთა მურღულიამ მერიის თეთრ დარბაზში ქუთაისის
არასამთავრობო ორგანიზაცია „დედამიწის მეგობრების“ ინიციატივით, ქუთაისში დასუფთავების აქცია გაიმართა.

ამინდი