Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში ავტობუსის მძღოლი მოკლეს

თარიღი : 21-03-2020, 18:13 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში, ქალაქის ხაზზე მოძრავი N20 ავტობუსის მძღოლი მოკლეს. შემთხვევა თაბუკაშვილის ქუჩაზე მოხდა. როგორც ადგილზე აცხადებენ, ავტობუსის მძღოლს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს, ის ადგილზე გარდაიცვალა. დაჭრილია მეორე პირი, რომელიც ავტობუსში იმყოფებოდა. მომხდარის გამომწვევი მიზეზი ამ დროისათვის უცნობია.

“მძღოლები ავტობუსში ისხდნენ, როდესაც გასროლა მოხდა. ერთი ადგილზე გარდაიცვალა, მეორე დაჭრილი საავადმყოფოში გადაიყვანეს. არ ვიცით ვინ ისროლა, მაგრამ ვიცით, რომ კარგი ადამიანი მოკლეს,”-აცხადებენ თვითმხილველები.

დაჭრილ მამაკაცს ამ დროისათვის ქუთაისის კლინიკურ საავადმყოფოში ოპერაცია უტარდება.

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ მომხდარზე გამოძიება 108-ე, განზრახ მკვლელობის მუხლით მიმდინარეობს, რაც ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 7 წლიდან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.


ნანახია: 9305-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გამოძიება ოჯახური ძალადობის ნიადაგზე ჩადენილი განზრახ მკვლელობის მუხლით 11 პრიმა 108-ე მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე ვადით
დაახლოებით ღამის 2 საათზე დაჭრილი ქუთაისის რეგიონულ კლინიკურ საავდმყოფოში მიიყვანეს.
ავარიას სოფელ ფარცხანაყანების მკვიდრის, 23 წლის ვერონიკა ფახაკაძის სიცოცხლე ემსხვერპლა. ახლგაზრდა გოგონას დიდი სისწრაფით მომავალი

ამინდი