Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ჯორჯიან მანგანეზი’ ჭიათურაში მუშაობას დროებით აჩერებს

თარიღი : 21-03-2020, 00:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის საწარმოო პროცესების ნაწილობრივი შეჩერების შესახებ განცხადებას ავრცელებს.

“2020 წლის 17 თებერვლიდან სოფელ შუქრუთის მოსახლეობის მიერ ჭიათურის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის საწარმოო პროცესების პარალიზებამ და მოსახლეობის უსაფუძვლო მოთხოვნების გამო მოლაპარაკების პროცესის ჩიხში შეყვანამ, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ რთული მდგომარეობის წინაშე დააყენა.

კომპანია, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი ექსპორტიორია და რომლის პროდუქციის რეალიზაციაზე ქვეყნაში შემომავალი სავალუტო ნაკადები მნიშვნელოვნად არის დამოკიდებული, ფინანსური ტვირთის შემსუბუქებისა და საწარმოო რესურსების შენარჩუნების აუცილებლობის გამო, იძულებული ხდება გარკვეულ ზომებს მიმართოს.

შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ გადაწყვეტილებით, იძულებით გაჩერებულ საწარმოო ობიექტებზე დასაქმებულებმა თებერვლის თვის შრომის ანაზღაურება სრულად მიიღეს.

2020 წლის 1 მარტიდან, 2020 წლის 20 მარტის ჩათვლით პერიოდში, საწარმოსა და დასაქმებულთაგან დამოუკიდებელი მიზეზებით გამოწვეული იძულებითი მოცდენის პერიოდს, კომპანია 60%-ით, ან დასაქმებულის სურვილის შემთხვევაში, ანაზღაურებადი შვებულების ხარჯზე 100%-ით აანაზღაურებს, ხოლო 20 მარტიდან აპრილის თვის ბოლომდე შესაძლო იძულებითი მოცდენა, კომპანიის მიერ 60%-ით ანაზღაურდება. აღნიშნული ეხება იმ თანამშრომლებს, რომლებიც დასაქმებულნი არიან მოსახლეობის მიერ ბლოკირებულ ობიექტებზე.

ამავდროულად, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“, იძულებითი მოცდენის მთელ პერიოდზე თანამშრომლებსა და მათი ოჯახების წევრებს სრულად უნარჩუნებს ჯანმრთელობის დაზღვევას. აღნიშნული ზომები, კომპანიის ნების საწინააღმდეგოა, თუმცა შექმნილ ვითარებაში იმ შესაძლო მაქსიმუმს წარმოადგენს, რისი აღებაც კომპანიას საკუთარ თავზე, თავისი პასუხისმგებლობის სრულად გათავისებით შეუძლია,”-ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის 19 მარტს, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურ მმართველ ნიკოლოზ ჩიქოვანსა და ჭიათურის მუნიციპალიტეტში მიმდინარე საპროტესტო აქციის აქტივისტებს შორის მორიგი შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა. საინიციატივო ჯგუფმა, რომელმაც სოფელ შუქრუთის წარმომადგენლობა აქციის პირველივე დღიდან თავის თავზე აიღო, შეთანხმებაზე კიდევ ერთხელ უარი თქვა და კომპანიის მორიგების მორიგი პროექტი დაბლოკა.

როგორც კომპანიაში განმარტავენ, შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ სურვილია, სოფელ შუქრუთის მაგალითზე, მოსახლეობასთან თანამშრომლობის მოდელი შექმნას, რომელსაც შემდგომ ყველა იმ სოფელზე გაავრცელებს, სადაც მოპოვებითი სამუშაოები იწარმოება ან იგეგმება, რომლითაც საწარმოსა და მოსახლეობას შორის ურთიერთ-სასარგებლო საპარტნიორო თანაარსებობის პრაქტიკას შექმნის.

“ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ მისი ოპერირების პერიოდში სოფელ შუქრუთში უშუალოდ დასახლებულ ტერიტორიებზე სამთო-მოპოვებითი სამუშაოები არ უწარმოებია და არც ამჟამად აწარმოებს, რაც დოკუმენტურადაც დასტურდება.

შესაბამისად, სოფელში არსებული სახლების დაზიანებაზე მას უშუალო პასუხისმგებლობა არ გააჩნია. მიუხედავად ამისა, კომპანია მკაფიოდ იაზრებს თავის სოციალურ მნიშვნელობას და იმ მძიმე პირობებს, რომლის წინაშეც დღეს სოფელ შუქრუთის მოსახლეობა დგას და მზად არის პრობლემის გადაჭრის გზა ერთობლივი შეთანხმებით გამოძებნოს.

ბოლო შეხვედრაზე ასეთ გზად „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალურმა მმართველმა ერთგვარი საპარტნიორო ფონდის შექმნა დაასახელა, რომელიც ამა თუ იმ ზეგანზე მადან-მოპოვების მიხედვით ერთიანი პრინციპით დაფინანსდება. აღნიშნულ ფონდს, სოფლის მოსახლეობა თავისი ნებითა და არჩევანით ერთპიროვნულად განკარგავს.

სამწუხარო ფაქტია, რომ სოფელ შუქრუთში მიმდინარე უწყვეტმა საპროტესტო აქციებმა, საწარმოო პროცესი გაჩერებამდე მიიყვანა და კომპანია მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდო, ასევე რისკის ქვეშ დააყენა მისი შემდგომი ოპერირება, საფრთხე შეუქმნა ათასობით ადგილობრივის სამუშაო ადგილს და საბოლოო ჯამში, ქვეყნის ეკონომიკა სერიოზული დაბრკოლების წინაშე დააყენა. შეგახსენებთ, რომ ჭიათურის მუნიციპალიტეტში, სოფელ შუქრუთში მაღაროს მიმდებარე ტერიტორია ადგილობრივმა მოსახლეობამ დაზიანებული სახლების კომპენსაციის მოთხოვნით ა.წ. 17 თებერვლიდან გადაკეტა. აქციის მონაწილეები თვლიან, რომ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ წარმოებული სამუშაოები მათ ზიანს აყენებს.

შუქრუთში საპროტესტო აქციამ კომპანიის საწარმოო პროცესის შეჩერება გამოიწვია. ამ დრომდე ბლოკირებულია და არ ფუნქციონირებს კომპანიის მფლობელობაში არსებული 9 მაღარო, შეჩერებულია მადნის მოპოვებითი და ტექნიკური უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად აუცილებელი სამუშაოები.

რაც შეეხება ჭიათურის მუნიციპალიტეტის იმ ტერიტორიებს, სადაც კომპანია ოპერირებს, შპს „ჯორჯიან მანგანეზს“ გასულ წლებში მოსახლეობისთვის სხვადასხვა ფაქტორით მიყენებული ზიანის გამო, მილიონობით ლარის კომპენსაცია უკვე აქვს გაცემული.

შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ მიიჩნევს, რომ მისი მაქსიმალური ძალისხმევის მიუხედავად, ამ ეტაპზე, მიმდინარე საპროტესტო აქციის მონაწილეებთან დიალოგის ყველა რესურსი ამოწურა. ამ სამწუხარო რეალობიდან გამომდინარე, კომპანია მისი შემდგომი ნაბიჯების განსაზღვრის მიზნით თავის სამოქმედო გეგმას ამუშავებს, რომელსაც საზოგადოებას უახლოეს პერიოდში გააცნობს.

ცნობისთვის, შპს „ჯორჯიან მანგანეზი“ ქვეყანაში ერთ-ერთი უმსხვილესი ექსპორტიორი და დამსაქმებელია. მთლიან ექსპორტში მისი პროდუქციის წილი 6%-ია და ამ მაჩვენებლით, საქართველოში ის სიდიდით მეოთხე კომპანიაა. ის დღეს 5500 საშტატო თანამშრომელსა და ქვეკონტრაქტორ კომპანიებში 2000-მდე დასაქმებულ პირს აერთიანებს,”-აცხადებენ “ჯორჯიან მანგანეზში”.


ნანახია: 260-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი