Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

მცირემიწიანი ფერმერების დასახმარებლად სახელმწიფო 90 მილიონამდე ლარს დახარჯავს

თარიღი : 21-03-2014, 13:55 | კატეგორია: პოლიტიკა   
topnews.com.ge
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტომ მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტი“ დაიწყო.
სააგენტოს „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ მენეჯერი დავით კიკნაძე, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და „ლიბერთი ბანკის“ იმერეთის რეგიონალური ფილიალის მმართველი ვახტანგ დონდუა, იმერეთის რეგიონში, „ლიბერთი ბანკის“ ქუთაისის ფილიალში აგრო ბარათების დარიგების პროცესს გაეცნენ და ადგილზე მისულ ფერმერებს შეხვდნენ.
საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში, ფერმერებს სასოფლო–სამეურნეო ბარათებთან ერთად აგრო ბარათებიც ურიგდებათ. აგრო ბარათების დარიგება 17 თებერვლიდან დაიწყო და ფერმერებს „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში პლასტიკური ბარათის აღება ექვსი თვის განმავლობაში შეეძლებათ.
მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს იმერეთის რეგიონში164 292 ფერმერი ისარგებლებს. აგრო ბარათების საშუალებით ფერმერებს შეეძლებათ სასოფლო–სამეურნეო დანიშნულების პროდუქტი (სასუქები, სათესლე მასა, მცენარეთა მოვლის საშუალებები) ნაწილ–ნაწილ, სხვადასხვა დროს და სხვადასხვა მაღაზიებში შეიძინონ.
მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარს შეადგენს. პროგრამას სახელმწიფო ბიუჯეტი, ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აფინანსებს.
მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის ბიუჯეტი 90 მილიონამდე ლარს შეადგენს. პროგრამას სახელმწიფო ბიუჯეტი, ა(ა)იპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი და ა(ა)იპ სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო აფინანსებს.
„მცირემიწიანფერმერთა 2014 წლისსაგაზაფხულო სამუშოებისხელშეწყობის პროექტი“ თებერვალში დაიწყო და აგვისტოშიდასრულდება. პროექტით წელს დაახლოებით 800,000-მდე მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.


ნანახია: 1687-ჯერ

მსგავსი სიახლეები
პროექტით, რომლის ბიუჯეტი 90 მილიონი ლარია, დაახლოებით 800 ათასი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს.
აღნიშნული პროექტის ფარგლებში, წინასწარი მონაცემებით, დახმარებას იმერეთის 163 ათასზე მეტი ბენეფიციარი მიიღებს
რა ხდება ხვალ იმერეთში? 21.03.2014 ანონსი
ორპირის ადმინისტრაციულ ერთეულში ხვნა-თესვის პროცესის მიმდინარეობას ტყიბულის მუნიციპალიტეტის გამგებელი რობიზონ გვენეტაძე და
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციის ინიციატივით, სოფლის მეურნეობის სამინისტროს რეგიონული სამმართველოს წარმომადგენლებთან შეხვედრა
აგროდაზღვევის საპილოტე სახელმწიფო პროგრამა სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, მიმდინარე წლის 1 სექტემბრიდან ამოქმედდა

ამინდი