Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სამუშაოები, რომელიც ხარაგაულში გზების მოსაწყობად მიმდინარეობს

თარიღი : 20-03-2020, 17:26 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ხარაგაულის სოფელ ხიდარში ჯორტების საუბნო გზის რეაბილიტაციის მიზნით ხელმეორედ გამოცხადებული ტენდერი შედგა. ტენდერის შედეგად, გაფორმდა ხელშეკრულება შპს „მათესთან,“ რომელიც 1,2 კმ. გზის მშენებლობას 182 044 ლარად შეასრულებს.

ხარაგაულის მერიის ინფორმაციით, ჯორტების საუბნო გზის მშენებლობა 2019 წელს უნდა განხორციელებულიყო, თუმცა მშენებელმა კომპანიამ ვერ შეასრულა ვალდებულება, რის გამოც მას ხელშეკრულება შეუწყდა და პროექტის განხორციელება მიმდინარე წელს მოხდება.

ვადების დაცვით მიმდინარეობს სოფელ ვერტყვიჭალაში საბავშვო ბაღის მშენებლობა.

ასევე, მიმდინარე კვირაში ხელი მოეწერა ხელშეკრულებას, რომლის თანახმად, უბისაში, ჭალის უბანში გზის რეაბილიტაცია განხორციელდება. პროექტის ფარგლებში ბეტონის საფარი გზის 2 კმ-მდე მონაკვეთზე მოეწყობა. სამუშაოებს შპს "იმერმშენი" შეასრულებს!

ბეტონის საფარის მოწყობა დაიწყო ბორითი-ამაშუკეთი-ღორეშას დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე. რეაბილიტაცია ჩაუტარდება გზის 3კმ-იან მონაკვეთს, ხოლო სოფელ ბორითში, გოჭოურის უბანში, გზის 800 მეტრამდე მონაკვეთის რეაბილიტაცია დაიწყო.


ნანახია: 378-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი