Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში არსებული კლინიკა ‘უნიქალ მედი’ თავად უზრუნველყოფს იმ თანამშრომლების გადაადგილებას, რომლებიც სამსახურში მისასვლელად სამარშუტო ტაქსებს იყენებდნენ

თარიღი : 20-03-2020, 16:47 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისში არსებული მრავალპროფილური კლინიკა უნიქალ მედი ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში სახელმწიფოს სრულ მხარდაჭერას უცხადებს,-ამის შესახებ იმერეთის მთავარ საინფორმაციო სააგენტო TOPNEWS.COM.GE-სთან განცხადება კლინიკის გენერალურმა დირექტორმა შოთა მარუაშვილმა გააკეთა.

მარუაშვილის თქმით, კლინიკისა და მისი პერსონალისათვის პაციენტების ჯანმრთელობაზე 24-საათიანი ზრუნვა მნიშვნელოვანია. ამიტომ, კლინიკა თავად უზრუნველყოფს იმ მედპერსონალის ტრანსპორტირებას, რომელთაც ტრანსპორტთან დაკავშირებით დაწესებულმა დროებითმა რეგულაციებმა გადაადგილების პრობლემა შეუქმნა. კლინიკამ ამგვარი გადაწყვეტილება მიიღო იმისათვის, რომ სამედიცინო დაწესებულებამ შეუფერხებლად შეძლოს პაციენტების მომსახურება.

„როგორც მოგეხსენებათ, „უნიქალ მედი“ მრავალპროფილური კლინიკაა. კლინიკის ყველა განყოფილება 24-საათიან რეჟიმში უზრუნველყოფს პაციენტების მომსახურებას. ახალ ვირუსთან ბრძოლის მიზნით, ხელისუფლების მიერ მიღებული ერთ-ერთი გადაწყვეტილება სამარშუტო ტაქსების დროებით აკრძალვას შეეხება, რამაც კლინიკის მედპერსონალს სამსახურში ტრანსპორტირების კუთხით გარკვეული სირთულე შეუქმნა. ჩვენ გვესმის, რომ არსებულ მდგომარეობასთან გამკლავების მიზნით, შესაძლოა, უფრო მკაცრი ზომებიც იქნას მიღებული და ყველა, შესაძლებლობების ფარგლებში, ერთმანეთის გვერდით უნდა დავდგეთ. შექმნილ ვითარებაში, კლინიკამ გადაწყვიტა, მაქსიმალურად დაეხმაროს სახელმწიფოს ვირუსთან ბრძოლაში. ჩვენ, ჩვენი სახსრებით დავიქირავეთ სატრანსპორტო საშუალება, რომელიც უზრუნველყოფს კლინიკის პერსონალის შეუფერხებელ გადაადგილებას. შესაბამისად, კლინიკაში საქმიანობა არ შეფერხდება და თითოეული პაციენტი მიიღებს მისთვის სასურველ სამედიცინო სერვისს. მე მადლობას ვუცხადებ თითოეულ იმ ადამიანს, ვინც კლინიკა „უნიქალ მედი“-ს გუნდს ენდობა და ვინც ჩვენს ექიმებს ანდობს ჯანმრთელობაზე ზრუნვას,“- ამბობს შოთა მარუაშვილი.


ნანახია: 896-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, წერეთლის მეხუთე შესახვევის #4-ში მულტიპროფილურ კლინიკა ,,უნიქალ მედში" ფუნქციონირება დაიწყო
18 წლის ნათია შეყილაძე კლინიკაში სამი დღის წინ, კომატოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს.
ჩვენი მისამართია: ქუთაისი, ა. წერეთლის ქუჩა მეხუთე შესახვევი #4.

ამინდი