Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

იმერეთის რეგიონში მეოთხე საკარანტინე სივრცე გაიხსნა

თარიღი : 20-03-2020, 12:35 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის რეგიონს მეოთხე საკარანტინე სივრცე დაემატა. საკარანტე სივრცე წყალტუბოში, სასტუმრო “პლაზაში” მოეწყო, სადაც უკვე განთავსდა 75 ადამიანი. ჯამში რეგიონში არსებულ საკარანტინე სივრცეებში 410 ადამიანია მოთავსებული.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, თუმცა ვირუსის რაიმე სიმპტომის გამოვლენის შემთხვევაში, მათი სამედიცინო დაწესებულებებში გადაყვანა დაუყოვნებლივ ხდება.

დამაკმაყოფილებელია საჩხერის სამედიცინო ცენტრში, კორონავირუსის დიაგნოზით მოთვსებული სამი პაციენტის მდგომარეობა, ხოლო ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მოთავსებულ 6 პაციენტს კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კლინიკაში კვლევებისთვის მოგზაურობის ისტორიის მქონე 3 პაციენტი შეიყვანეს, რომელთა სისხლის ნიმუშების გამოკვლევა დღის განმავლობაში მოხდება.


ნანახია: 435-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი