ქუთაისში სავაჭრო ცენტრები დაიკეტა
თარიღი : 19-03-2020, 22:33 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა

ქუთაისში მსხვილი სავაჭრო ცენტრები დაიკეტა.
ახალი კორონავირუსის მიზეზით ქვეყანაში შექმნილი ვითარების გამო, სავაჭრო ცენტრები-“გრანდმოლი” და “ქარვასლა” მუშაობას წყვეტენ.
“ქუთაისის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მიღებული დირექტივის თანახმად, ვბრძანებ:
2020 წლის 20 მარტიდან შეჩერდეს სავაჭრო ცენტრი „ქარვასლა ქუთაის“-ის ფუნქციონირება. საქართველოს მთავრობის მხრიდან შესაბამისი დირექტივის მიღებამდე,”-ნათქვამია სავაჭრო ცენტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
სავაჭრო ცენტრ “გრანდმოლის” დირექტორი ნატო დანელია აცხადებს, რომ დროებით სამუშაოს გარეშე, სავაჭრო ცენტრში დასაქმებული 3000-მდე ადამიანი რჩება. მისივე თქმით, აპირებს, რომ დასაქმებულებს ქირის თანხა არ გადაახდევინოს.