Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

რა ხდება ხვალ იმერეთში? 21.03.2014 ანონსი

თარიღი : 20-03-2014, 23:14 | კატეგორია: ახალი ამბები, ანონსი   
topnews.com.ge
12:00 საათი: სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს „მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტის“ მენეჯერი დავით კიკნაძე, იმერეთის გუბერნატორი ზაზა მეფარიშვილი და „ლიბერთი ბანკის“ იმერეთის რეგიონალური ფილიალის მმართველი ვახტანგ დონდუა, იმერეთის რეგიონში, „ლიბერთი ბანკის“ ქუთაისის ფილიალში (გრიშაშვილის ქუჩაზე მდებარე ფილიალი) აგრო ბარათების დარიგების პროცესს გაეცნობიან და ადგილზე მისულ ფერმერებს შეხვდებიან. საქართველოს მასშტაბით, ყველა რეგიონში, ფერმერებს სასოფლო–სამეურნეო ბარათებთან ერთად აგრო ბარათებიც ურიგდებათ. აგრო ბარათების დარიგება 17 თებერვლიდან დაიწყო და ფერმერებს „ლიბერთი ბანკის“ ნებისმიერ ფილიალში პლასტიკური ბარათის აღება ექვსი თვის განმავლობაში შეეძლებათ.
12:00 საათი: ქუთაისის მერიის სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამსახურის უფროსი ვანო ბუხაიძე ქალაქში მოქმედ არასამთავრობო ორგანიზაციათა წარმომადგენლებს შეხვდება. საუბარი ახალგაზრდობის პოლიტიკას შეეხება.
13:00 საათი: ქუთაისის მერიის თეთრ დარბაზში ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებისათვის ღონისძიება გაიმართება.
15:00 ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საქართველოს მოსამართლეთა ერთობა მოსამართლეებთან მრგვალ მაგიდას გამართავს, რომელიც სასამართლო სისტემაში არსებულ გამოწვევებს და მოსამართლეთა სოციალურ გარანტიებს შეეხება.
16:00 ილია ჭავჭავაძის სახელობის ქუთაისის სამეცნიერო ბიბლიოთეკა ჟურნალისტიკის დღესთან დაკავშირებით მედიის წარმომადგენლებს უმასპინძლებს.
16:00 საათი: „ღია თვითმმართველობის“ პროგრამის ფარგლებში სტუდენტებს საქართველოს პარლამენტის დეპუტატი, უმრავლესობის წევრი, სოციალ-დემოკრატების თავმჯდომარე გია ჟორჟოლიანი შეხვდება. შეხვედრის თემა: "ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ კანონი". მისამართი: კუპრაძის #7. არასამთავრობო ორგანიზაცია „თაობათა დიალოგის“ ოფისი.


ნანახია: 2184-ჯერ

მსგავსი სიახლეები
მცირემიწიან ფერმერთა 2014 წლის საგაზაფხულო სამუშაოების ხელშეწყობის პროექტით წელს იმერეთის რეგიონში164 292 ფერმერი ისარგებლებს.
რა ხდება ხვალ იმერეთში? 25.09.2013 ანონსი
თუ გსურთ თქვენს მიერ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გავრცელება, გთხოვთ შესაბამისი ტექსტი გამოგვიგზავნოთ
რა ხდება ხვალ იმერეთში? 15.03.2014 ანონსი
რა ხდება ხვალ იმერეთში? 06.02.2014 ანონსი
რა ხდება ხვალ იმერეთში? 4.10.2013 ანონსი

ამინდი