Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

დაავადებათა კონტროლის ცენტრი თვითიზოლაციაში მყოფ მოქალაქეებს მიმართავს

თარიღი : 17-03-2020, 11:06 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთის რეგიონის მასშტაბით არსებულ სამ საკარანტინე ზონაში ამ დროისათვის 201 ადამიანია მოთავსებული. მოქალაქეების დამატება განხორციელდა საჩხერისა და წყალტუბოს საკარანტინე ზონებში. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, თითოეული მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

ასევე, დადებითი დინამიკით მიმდიონარეობს საჩხერის საავადმყოფოში კორონავირუსის დიაგნოზით მოთავსებული სამი პაციენტის გამოჯანმრთელების პროცესი.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში იმ მოქალაქეებს მიმართავენ, რომლებიც თვითიზოლაციაში იმყოფებიან და სთხოვენ, ნუ დაარღვევენ თვითიზოლაციის წესებს, რათა არ გართულდეს ახალ ვირუსთან ბრძოლა.

“თუ მოქალაქეები არ გამოიჩენენ მაღალ სამოქალაქო პასუხისმგებლობას და არ დაგვიდგებიან გვერდით, ვირუსთან ბრძოლა გაგვიჭირდება. ყველა ვხედავთ რა დღეშია მსოფლიო. ამიტომ, მაქსიმალურად უნდა დავუდგეთ ერთმანეთს გვერდით,”-ამბობს გოჩა გიორგიძე.


ნანახია: 582-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი