Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ტყიბულელი მეშახტეები სამუშაო პირობების გაუმჯობესებას ითხოვენ

თარიღი : 16-03-2020, 14:09 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ტყიბულში მეშახტეების გაფიცვა გრძელდება. 200-მდე მეშახტე მეოთხე დღეა მუშაობაზე უარს აცხადებს. ისინი კომპანიისგან მათი მოთხოვნების დაკმაყოფილებას მოითხოვენ. მეშახტეების მთავარი მოთხოვა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას და განაცდური ხელფასის ანაზღაურებას ეხება.

როგორც მეშახტეები აცხადებენ, შახტში უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის, რის გამოც მათ მუშაობის ეშინიათ.

ტყიბულში გაფიცულ მეშახტეებს ქალაქის მერი თემურ ჩუბინიძე შეხვდა. მერის განცხადებით, კარგად იცნობს მეშახტეების პრობლემას და ხელისუფლება ჩართულია პროცესებში.
როგორც თემურ ჩუბინიძემ განმარტა, ისინი შეხვდნენ კომპანიის წარმომადგენებს და აქვთ ინფორმაცია, რომ მხარეები გარკვეულ საკითხებზე შეთანხმებული არიან.

მეშახტეების თქმით კი, კომპანიამ შახტში სამი დღე მუშაობა შეაჩერა, რის გამოც აქციაც ჩერდება და თუ ამ პერიოდში მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება, აქცია განახლდება.

კომპანიის ადმინისტრაციამ დღეს ტყიბულში კომენტარი არ გააკეთა.


ნანახია: 689-ჯერ

მსგავსი სიახლეები
გაფიცულ მეშახტეებს ტყიბულში არსებულ ბაზრობებსა და სავაჭრო ობიექტებზე დასაქმებულები შუერთდნენ.
ტყიბულში, გაფიცული მეშახტეების მიერ ადმინისტრაციის შენობაში შეჭრის ფაქტთან დაკავშირებით, ტყიბულის მაჟორიტარი დეპუტატი ელისო
უყურადღებობის შემთხვევაში, მეშახტეები აქციებს აანონსებენ.
15 დღეა ტყიბულში მეშახტეთა გაფიცვა მიმდინარეობს.

ამინდი