Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘ეს საშუალებას მოგვცემს უფრო სწრაფად, ოპერატიულად და ნაკლები დანახარჯებით მოხდეს მოქალაქეთა გამოკვლევა და შესაბამისი ზომების მიღებაც,’-ქუთაისში კორონავირუსზე კვლევების ჩატარება დაიწყო

თარიღი : 13-03-2020, 20:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერი გიორგი ჭიღვარია და მერის მოადგილე ნინო თვალთვაძე დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოში მივიდნენ და იმ ლაბორატორიის მუშაობის პროცესს გაეცნენ, სადაც 12 მარტიდან კორონავირუსის ლაბორატორიული კვლევა ლუგარის ლაბორატორიის მსგავსი ტესტებით და მეთოდებით დაიწყო.

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ლაბორატორიაში უკვე გაკეთდა 8 ანალიზი კორონავირუსულ ინფექციაზე და რვავე პასუხი უარყოფითია.

ლაბორატორიის გახსნამდე, ლაბორატორიის თანამშრომელები საგანგებოდ გადამზადდნენ ლუგარის ლაბორატორიაში. ასეთივე კვლევები დაიწყო ბათუმშიც.

“უმნიშვნელოვანესია, რომ ლაბორატორიული კვლევები კორონავირუსულ ინფექციაზე უკვე ქუთაისშიც დაიწყო. ეს საშუალებას მოგვცემს უფრო სწრაფად, ოპერატიულად და ნაკლები დანახარჯებით მოხდეს მოქალაქეთა გამოკვლევა და შემდეგ შესაბამისი ზომების მიღებაც. სასიხარულოა, რომ დღემდე ქუთაისში არ დაფიქსირებულა კორონავირუსის გამოვლენის არც ერთი ფაქტი. უარყოფითი იყო ამ ლაბორატორიაში ჩატარებული 8 კვლევის პასუხიც. დიდი იმედი გვაქვს, რომ ასეთი კოორდინირებული და ეფექტური მუშაობით, COVID 19-ს გავუმკლავდებით,“-განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.


ნანახია: 795-ჯერ

მსგავსი სიახლეები
კამპანია კიდევ და კიდევ უფრო ფართოვდება და ცდილობს მიუახლოვდეს მოსახლეობას, გახდეს უფრო ხელმისაწვდომი მათთვის, ვინც თავად ვერ
C ჰეპატიტის მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი აქცია 27 ივლისს დაიწყო და 2 კვირა გაგრძელდება.

ამინდი