Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

წყალტუბოს კარანტინიდან ერთი მოქალაქე ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში გადაიყვანეს

თარიღი : 13-03-2020, 10:21 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
წყალტუბოში მდებარე საკარანტინო ზონაში ამ დროისთვის იტალიიდან დაბრუნებული 87 ადამიანი რჩება. 5 ადამიანი კარანტინის ზონიდან გუშინ, გვიან ღამით გაიყვანეს. აქედან ორი პირი ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემით სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, კიდევ ორი მოქალაქე-დედა-შვილი თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო მეხუთე პირი ტემპერატურით ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში შეიყვანეს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, კარანტინის ზონაში გუშინ, იძულების წესით მოათავსეს მოქალაქე, რომელიც თვითიზოლაციაში უნდა ყოფილიყო, თუმცა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა აღმოაჩინეს, რომ ის თვითიზოლაციის წესებს არღვევდა და საქმეში პოლიციის ჩართვა გახდა საჭირო.

ამ დროისათვის კარანტინის ზონაში დარჩენილი 87 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.


ნანახია: 445-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი