Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

საქართველოში შესაძლოა დიდი ქორწილები და ქელეხი აიკრძალოს

თარიღი : 12-03-2020, 12:10 | კატეგორია: ახალი ამბები, საზოგადოება   
topnews.com.ge
მოსახლეობა უფრო მკაცრი შეზღუდვების დაწესებისთვის მზად უნდა იყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა, პაატა იმნაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გარკვეულ ეტაპზე მთავრობამ შესაძლოა დიდი თავყრილობები აკრძალოს.

„ჩვენი რჩევები იყო, რომ გარდა იმისა, რომ სისტემები ქვეყანაში უნდა იყოს მზად, ამის გარდა მოსახლეობაც უნდა მოემზადოს, რომ შეზღუდვები რაღაც ეტაპზე გახდება მეტი. ეს იყო ჩვენი რეკომენდაცია მთავრობისთვის.მაგალითად, ეს არის 100-კაციანი ქორწილები, ქელეხები. ეს არის შეზღუდვა ჩვეულებრივი წესის. მაგრამ დადგება მომენტი, როცა ეს გასაკეთებელი შეიძლება გახდეს, ამიტომ ამისთვის ყველანი უნდა ვიყოთ მომზადებულები, რომ დიდი თავყრილობები შეიძლება მთავრობამ აკრძალოს“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

საქართველოში ამ დროისთვის კორონავირუსით 24 ადამიანია დაინფიცირებული. პირველი შემთხვევა 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი გლობალურ პანდემიად გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.


ნანახია: 232-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საუბარი იქნება აცრებზე, რომლებიც იმუნიზაციის ეროვნული კალენდრით არის გათვალისწინებული და რომელსაც დღემდე მთლიანად სახელმწიფო
პაატა იმნაძე დაავადებულ მოსახლეობას სახლში დარჩენას ურჩევს და შესაბამისი რეკომენდაციებით მიმართავს.
პაატა იმნაძის განცხადებით, ამჟამად წყნარი პერიოდია და ყოველ 100 ათას მოქალაქეზე მომართვიანობის მაჩვენებელი 200-300 ადამიანს
იგი კლინიკაში მხოლოდ ერთი დღე იმყოფებოდა.

ამინდი