Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისში გაუჩინარებულ ნიდერლანდელ ტურისტს ოჯახის წევრები მეხუთე დღეა ეძებენ

თარიღი : 12-03-2020, 11:00 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ნიდერლანდელ ტურისტს ქუთაისში ამ დრომდე ეძებენ. საძიებო სამუშაოებში სამართალდაცავები და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მყვინთავები უკვე მეხუთე დღეა ჩართული არიან.

დაკარგული ტურისტის ძებნას აგრძელებენ მისი ოჯახის წევრებიც, რომლებიც ნიდერლანდებიდან რამდენიმე დღის წინ ჩამოვიდნენ. ჩვენივე ინფორმაციით, ჩამოსულია ნიდერლანდების პოლიციის ატაშე და Siem Wigger-ის კიდევ ორი დედმამიშვილი.

23 წლის Siem Wigger მიმდინარე წლის 7 მარტს, გვიან ღამით, ქალაქის ცენტრალური ნაწილიდან გაუჩინარდა. ის ბოლოს მეგობართან ერთად, ერთ-ერთ რეატორანში იმყოფებოდა. ტურისტის კვალი რესტორნიდან გამოსვლის შემდეგ ქრება.

რა მოხდა და სად გაუჩინარდა ნიდერლანდელი ტურისტი ამ დრომდე უცნობია.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 1187-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი