Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘პირად კონტროლზე მყავს აყვანილი საკარანტინო ზონა,’-იმერეთის გუბერნატორმა კარანტინში მოთავსებული მოქალაქეები მოინახულა

თარიღი : 12-03-2020, 10:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ ერთ-ერთ საკარანტინო ზონაში მოთავსებული მოქალაქეები მოინახულა, რომლებიც იქ 10 მარტს, იტალიიდან სპეციალური რეისით დაბრუნების შემდეგ გადაიყვანეს.

ზვიად შალამბერიძე მათ გაესაუბრა და პირობებს გაეცნო.

"პრემიერ-მინისტრის დავალებით პირად კონტროლზე მყავს აყვანილი საკარანტინო ზონა, სადაც განვათავსეთ ჩვენი მოქალაქეები. 24 საათის განმავლობაში მორიგეობს ეპიდომიოლოგთა ჯგუფი. სახელმწიფო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში აქ ჩვენი მოქალაქეებისთვის ყოფნა იყოს მაქსიმალურად კომფორტული. პირდად გავესაუბრე რამდენიმე მათგანს და შემიძლია, გითხრათ, რომ ეს პირობები ნამდვილად მისაღებია მათთვის, ეს სტანდარტი, სრულად აკმაყოფილებს ჩვენი ჯანდაცვის სამინისტროს მოთხოვნას და ყველა პირობა დაცულია ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციის შესაბამისად", - განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

როგორც საკარანტინო ზონაში მყოფმა ერთ-ერთმა მოქალაქემ განაცხადა, სანატორიუმში არსებული პირობებით კმაყოფილები არიან. 

"პირდაპირ მოგვიყვანეს აეროპორტიდან და ვართ იზოლირებული, არ გავდივართ გარეთ. პირობებით ვართ საკმაოდ კმაყოფილი, როგორც ოთახით, ასევე კვებით. დღეს უკვე დაიწყო სამედიცინო შემოწმებები, დღეში ორჯერ ვამოწმებთ სხეულის ტემპერატურას. დღეს გვესტუმრა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე და შემოგვთავაზა ყველანაირი თანადგომა, თუ რამე დაგვჭირდება, შეგვიძლია ნებისმიერ დროს შევაწუხოთ", - განაცხადა მოქალაქემ.


ნანახია: 315-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი