Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი მოქალაქეებს მიმართავს

თარიღი : 11-03-2020, 21:24 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი საზოგადოებაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

“გაცნობებთ, რომ ხარაგაულში, იტალიიდან 3 დღის წინ დაბრუნებული ქალბატონი იმყოფება თვითიზოლაციაში და მას არ აღენიშნება კორონა ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომები. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი ზემოთაღნიშნულ პირზე ახორციელებს კონტროლს დავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დამტკიცებული რეკომენდაციების გათვალისწინებით და სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში იგი, უსაფრთხოების შესაბამისი პროცედურების დაცვით გადაყვანილი იქნება ინფექციურ სავადმყოფოში.

რაც შეეხება ახალგაზრდა მამაკაცს, რომელიც დაახლოებით 16 დღის წინ დაბრუნდა იტალიიდან გავლილი აქვს საკარანტინო პერიოდი და მისი თვითიზოლაციაში ყოფნა საჭირო აღარ არის.

საკარანტინო პერიოდის გასვლიდან ორი დღის შემდეგ მას აღენიშნებოდა ჩვეულებრივი სეზონური რესპირატორული ინფექციისთვის დამახასიათებელი სიმპტომები, კერძოდ; სურდო და ხველა, რომლის გამოვლენის შემდეგ თავად მიმართა ოჯახის ექიმს. პირს არ აღენიშნებოდა ტემპერატურა, ქოშინი ან სუნთქვის უკმარისობა, ის სახლშია და თავს კარგად გრძნობს.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის იმერეთის სამმართველოს ხელმძღვანელის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ხარაგაულში გავრცელებულ ორივე ინფორმაციაზე მათ აქვთ სრული ინფორმაცია და ახორციელებენ მონიტორინგს.

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრი განმარტავს, რომ მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ არსებობს! აუცილებელია დავიცვათ წესები, რომელსაც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს!

მოქალაქეთა საყურადღებოდ! თუ უკვე იმოგზაურეთ კორონა ვირუსის გავრცელების რისკის მქონე ქვეყნებში (ჩინეთი, ირანი,იტალია, სამხრეთ კორეა, ესპანეთი, საფრანგეთი, გერმანია) უკანასკნელი 2 კვირის განმავლობაში, საჭიროა იმყოფებოდეთ იზოლაციაში და დაიცვათ შემდეგი წესები: სისტემატურად გაიკონტროლეთ ტემპერატურა, მოერიდეთ სხვა ადამიანებთან კონტაქტს, კონტაქტის დროს აუცილებლად გამოიყენეთ პირბადე, ხშირად დაიბანეთ ხელები საპნითა და წყლით მინიმუმ 30 წამის განმავლობაში, ხოლო მათი არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ ალკოჰოლის შემცველი სადენზიფექციო საშუალება.

საეჭვო სიმპტომების გამოვლენის შემთხვევაში: ტემპერატურა 38 და ზევით, სუნთქვის გაძნელება, ხველა, ყელის და თავის ტკივილი, დარჩით ბინაზე იზოლაციაში და დაუყოვნებლივ გამოიძახეთ სასწრაფო სამედიცინო სამსხური 112, მიაწოდეთ ინფორმაცია სამედიცინო პერსონალს თქვენი ჯანმრთელობისა და მოგზაურობის ისტორიის შესახებ, აგრეთვე, დაუყოვნებლივ დაუკავშირდით ხარაგაულის საზოგადოებრივი ჯანმრთელობის მუნიციპალურ ცენტრს, დირექტორი შმაგი ხიჯაკაძე- 577927267 ეპიდემიოლოგი, გულნაზი ვეფხვაძე - 593 78 84 03,”-ნათქვამია განცხადებაში.

ცნობისთვის, გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხარაგაულში იტალიიდან დაბრუნებული ორი პირი თვითიზოლაციაში არ იმყოფებოდა.


ნანახია: 842-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი