Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ვანის მერმა სოფლებში მიმდინარე გზების აღდგენითი სამუშაოები დაათვალიერა

თარიღი : 10-03-2020, 17:21 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ვანის მუნიციპალიტეტის მერმა ალექსანდრე გოგორიშვილმა და მერის პირველმა მოადგილემ გონერი მეფარიშვილმა ზედა ვანის, ციხესულორის და სალხინოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერეს.

ვანის მუნიციპალიტეტი ზედა ვანის ადმინისტრაციულ ერთეულში, ზედავანი-ტყელვანი-ზედავანის საავტომობილო გზის (2500 მ) რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ხორციელდება გზის დაპროფილება, ქვიშა ხრეშის შეტანა და გასწორება, რაზედაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 580580,63 ლარი დაიხარჯება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „ორიენტირი“ ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოები 2020 წლის 16 ივნისს დასრულდება.

ციხესულორის ადმინისტრაციულ ერთეულში მიმდინარეობს ყოფილი კომისარიატიდან კეჭნარას მიმართულებით საავტომობილო გზის (1620 მ) რეაბილიტაცია. ამჟამად ხორციელდება ბეტონის საფარის დაგება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „გი-ან 2011“ ახორციელებს. გზის აღდგენითი სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ 289,900 ლარით ფინანსდება. სამუშაოები 2020 წლის მაისის თვის ბოლოს დამთავრდება.

ვანის მუნიციპალიტეტის სალხინო-დიხაშხოს ადმინისტრაციულ ერთეულებში მათი დამაკავშირებელი საავტომობილო გზის (1604 მ) რეაბილიტაცია მიმდინარეობს (ვაშლარას უბნის გავლით). ხორციელდება გზის გამაგრება, თიხა ნარევი მიწის ამოჭრა და ქვიშა ხრეშით ამოვსება, სანიაღვრე არხების სამონტაჟო სამუშაოები და გზის დაპროფილება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია შპს „Georgian Build“ ახორციელებს.

გზის აღდგენითი სამუშაოები რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის მიერ 447,733 ლარით ფინანსდება. სამუშაოები 2020 წლის მაისის თვის ბოლოს დასრულდება.


ნანახია: 381-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი