Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

‘16-დან სწავლა უნდა განახლდეს, თუ რაიმე სხვა რეკომენდაციები არ გვექნა მიღებული,’-ქუთაისის საჯარო სკოლებში დეზინფექცია სრულდება

თარიღი : 10-03-2020, 17:17 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კორონავირუსის პრევენციისა და პროფილაქტიკის მიზნით, ქუთაისის თითქმის ყველა საჯარო და კერძო სკოლაში სადენიზფექციო სამუშაოები უკვე ჩატარდა. როგორც Topnews.com.ge-ს ქუთაისის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა მაია ცქიტიშვილმა განუცხადა, ამ ეტაპზე სრული დეზინფექციაა ჩატარებული საჯარო სკოლებში, კერძო სკოლებიდან კი რამდენიმე სკოლა არის დარჩენილი, სადაც შესაბამისს სამუშაოებს მიმდინარე კვირაში განახორციელებენ.

„საჯარო სკოლები სრულად დაფარულია, დასრულებულია სადეზინფექციო სამუშაოები, ახლა უკვე მეორე ეტაპი მიდის. ეს იყო შეწამლვა და ახლა ადგილობრივი დასუფთავება მიმდინარეობს სკოლებში. რაც შეეხება კერძო სკოლებს, 10 სკოლა გვაქვს ქალაქში, აქედან 8 სკოლაში უკვე ჩატარდა სადეზინფექციო სამუშაოები, 2 სკოლაა დარჩენილი, სადაც ამ კვირაში დასრულდება. 16-დან სწავლა უნდა განახლდეს, თუ რაიმე სხვა რეკომენდაციები არ გვექნა მიღებული. ვემზადებით სასწავლო პროცესისთვის,“-ამბობს მაია ცქიტიშვილი.

ავტორი: ქეთი გელაშვილი


ნანახია: 882-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ძლიერმა სკოლამ ქუთაისის საჯარო სკოლებში პრობლემები შექმნა.

ამინდი