ზურაბ მარგველაშვილმა სოციალურად დაუცველი ოჯახი მოინახულა
თარიღი : 19-03-2014, 15:51 | კატეგორია: საზოგადოება

ქუთაისის მერიის სოციალური სამსახურის უფროსმა ზურაბ მარგველაშვილმა სოციალურად დაუცველ ოჯახი მოინახულა.
სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი ლანჩავების ოჯახს ერთადერთი 13 წლის შვილი, თეა ლანჩავა ჰყავს, რომელიც ავტოკატასტროფის შედეგად დღემდე კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და ხელოვნურ კვებაზეა.
მოქმედი სოციალური პროგრამების მიხედვით თეა ლანჩავას უკვე გაეწია „მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამის“ ფარგლებში დახმარება. აგრეთვე „ეპილეფსიით დაავადებული ბენეფიციარების მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამით“ მას ყოველთვიურად ყველა საჭირო მედიკამენტი უფასოდ გადაეცემა.
ზურაბ მარგველაშვილმა, დღეს 1300 ლარის ოდენობის საკვები, პამპერსი და ბიოპროდუქტები სახლში მიუტანა, რომლის შეძენაც მერის სარეზერვო ფონდიდან მოხდა.