სად და როგორ შეგიძლიათ გაერთოთ 8 მარტს ქუთაისში?
თარიღი : 7-03-2020, 20:45 | კატეგორია: ახალი ამბები, სხვადასხვა

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ქუთაისში არსებული ბარ-რესტორნები სხვადასხვა პროგრამას გვპირდებიან, რომელსაც იმერეთის მთავარი საინფორმაციო სააგენტო Topnews.com.ge შემოგთავაზებთ.
ბარ-რესტორან „სეზამში“ ენერგიული და თავბრუდამხვევი საღამო გელოდებათ. საღამოზე მოწვეულია თანამედროვე, გემოვნებიანი და მრავალფეროვანი, პროფესიონალი არტისტებისგან შემდგარი მუსიკალური ჯგუფი ,,Live Madness”, რომელიც სეზამის სცენაზე ნამდვილ ფურორს მოახდენს და პოზიტიური ენერგიით აგვავსებს. საღამო 20:00 საათზე დაიწყება.
ასევე 20:00 საათიდან „პაოლოში“ გიგი ადამაშვილი აგიმაღლებთ განწყობას და გაგილამაზებთ საღამოს.
რესტორანი “რერო” სასიამოვნო და დაუვიწყარ საღამოს უგემრიელესი კერძებით გთავაზობთ. თქვენ გელოდებათ შემეცნებითი და გასართობი შოუ-პროგრამა, რომელსაც გია ტაბიძე წაიყვანს.
„ალმანოში“ კი სრულიად განსხვავებული პროექტით, თქვენს წინაშე სალომე და Dj თორნიკე თოფურია წარსდგებიან.
8 მარტს “გრანდ პალასში“ პანჩოსთან ერთად შეგიძლიათ შეხვდეთ.
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ქალთა საერთაშორისო დღეს ყოველწლიურად აღნიშნავენ. თავიდან მას წმინდა პოლიტიკური ელფერი დაჰკრავდა და თანასწორობისა და საკუთარი უფლებებისთვის ქალთა ბრძოლის დღე იყო, რომელიც კლარა ცეტკინის სახელს უკავშირდება, მაგრამ დრომ ამ დღესასწაულს პოლიტიკური ელფერი დაუკარგა და დღეს უკვე გაზაფხულისა და სიყვარულის დღესასწაულად მიიჩნევა.
მოამზადა ქეთი გელაშვილმა