Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

“კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, თუ უფიქსირდებათ სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, რესპირაციული სიმპტომები, აუცილებელია მიმართონ ექიმს”

თარიღი : 7-03-2020, 13:03 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, თუ უფიქსირდებათ სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, რესპირაციული სიმპტომები, აუცილებელია მიმართონ ექიმს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მან განსაკუთრებული სიფრთხილისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა იმ ადამიანებს, ვინც საქართველოში იტალიიდან, ირანიდან, ჩინეთიდან და სამხრეთ კორეიდან ჩამოვიდნენ.

„კიდევ ერთხელ მივმართავ მოსახლეობას, განსაკუთრებით მათ, ვინც ბრუნდება იტალიიდან, ირანიდან, ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან და უკვე სხვა ქვეყნებიდანაც, თუ უფიქსირდებათ სიმპტომები: მაღალი ტემპერატურა, ხველა, სუნთქვის გაძნელება, რესპირაციული სიმპტომები, აუცილებელია მიმართონ ექიმს და მოიქცენ იმ პროტოკოლის მიხედვით, რომელიც დღეს ქვეყანაში მოქმედებს. შესაძლებელია მიმართონ თავის ოჯახის ექიმს ან პირდაპირ ინფექციური პროფილის დაწესებულებებს, სადაც მათ ჩაუტარდებათ კონსულტაცია და ლაბორატორიული კვლევა“, - განაცხადა გამყრელიძემ.

მისივე ინფორმაციით, ქვეყნის შიდა მიმოსვლაზე არანაირი შეზღუდვა არ არის.


ნანახია: 486-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ამირან გამყრელიძის თქმით, რესპირატორული დაავადებებით მიმართვიანობა განსაკუთრებით ბავშვთა საავადმყოფოებში გაიზარდა.
ძლიერი სიცხის შედეგად თუ პირი თავს შეუძლოდ იგრძნობს და ექნება თავბრუსხვევა, სისუსტე, ფორიაქი, ძლიერი წყურვილი ან თავის ტკივილი,

ამინდი