Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

სულხან ქობულაძე: გოჩა თევდორაძეს მთავრობაში სერიოზული ლობი ჰყავს

თარიღი : 30-08-2013, 10:22 | კატეგორია: ახალი ამბები, პოლიტიკა   
topnews.com.ge
საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში შექმნილ მდგომარეობაში „პატრიოტების“ იმერეთის ორგანიზაციის ლიდერს, გოჩა თევდორაძეს ადანაშაულებს. აღნიშნულის შესახებ ორგანიზაციის თავმჯდომარემ სულხან ქობულაძემ დღეს, ქუთაისის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
სულხან ქობულაძის თქმით, მერიაში ქაოსურ მდგომარეობას ის ქმნის, რომ დასაქმებულთა 70–80%–ს „ნაციონალური მოძრაობის“ კადრები წარმოადგენენ, ხოლო თითოეული თანამშრომლის დანიშვნას, დარაჯის ჩათვლით, გოჩა თევდორაძე წყვეტს.
„იმედით შევცქეროდით ამერიკიდან ჩამოსულ დიმიტრი კოპალიანს, თუმცა ეს კაცი იმპიჩმენტის წინაშე დააყენეს. აქ არ იყო საუბარი იმაზე, რომ კოპალიანმა ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული მოვალეობა. საქმე სხვა რამეს შეეხებოდა. გოჩა თევდორაძემ ქალაქის მწვანე ზოლში ტერიტორიის 25–წლიანი იჯარით აღება მოითხოვა. მერმა დოკუმენტზე ხელი რომ არ მოუწერა, ამის შემდეგ დაიწყო მის იმპიჩმენტზე საუბარი,“ – ამბობს სულხან ქობულაძე.
საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი გოჩა თევდორაძის გარდა, საპარლამენტო უმცირესობის წევრსა და ქალაქის ყოფილ მერს გია თევდორაძესაც ახესენებს. სულხან ქობულაძის თქმით, ქუთაისის მერია „ნაციონალების“ შტაბ–ბინად არის გადაქცეული და მას გია თევდორაძე მფარველობს.
„მე მოვუწოდებ ცენტრალურ ხელისუფლებას დაინტერესდეს ქუთაისით. გოჩა თევდორაძე არ არის სუფთა წარსულის ადამიანი, რომ მას ვერ შეეხონ, თუმცა მას ცენტრალურ ხელისუფლებაში სერიოზული ლობი ჰყავს. მოვუწოდებ ხელისუფლებას, შეეშვან მის მფარველობას,“ – ამბობს ქობულაძე.


ნანახია: 3183-ჯერ

მსგავსი სიახლეები
საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრი ქუთაისის ადგილობრივ თვითმმართველობაში შექმნილ მდგომარეობაში „პატრიოტების“ იმერეთის
„პატრიოტების“ ლიდერის განცხადებით, მას არც ერთ ხელისუფლებაში მფარველი არ ჰყოლია.
თევდორაძის თქმით, "საზოგადოებრივი ინტერესების დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი სულხან ქობულაძე, რომელიც აქციას ორგანიზებას უწევდა,
აქციის მონაწილეების თქმით, ისინი აპროტესტებენ თევდორაძის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და მოითხოვენ საკრებულოს თავმჯდომარემ თამაზ
კოალიცია "ქართულ ოცნებას" ქუთაისის მერიაში სულ 12 კაცი ჰყავს დასაქმებული. მათგან კოალიციის წევრი მხოლოდ სამია.
ქობულაძის თქმით, ქუთაისში, „ნაციონალები“ მართვის ტერიტორიული ორგანოების უმრავლესობას აკონტროლებენ.

ამინდი