Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

კორონავირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, ზესტაფონში სადეზინფექციო სამუშაოები მიმდინარეობს

თარიღი : 6-03-2020, 21:30 | კატეგორია: ახალი ამბები   
topnews.com.ge
ზესტაფონის მერი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად, სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლებთან სამუშაო შეხვედრებს აქტიურად მართავს.

გიორგი გოგლიჩიძე საზოგადოებრივი ჯანდაცვის მუნიციპალური ცენტრის, კეთილმოწყობისა და დასუფთავების სამსახურის და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებს შეხვდა.

ზესტაფონის მერმა ჯანდაცვის ცენტრის მუნიციპალური ცენტრის ხელმძღანელისგან მუნიციპალიტეტში მიმდინარე და განსახორციელებელი პრევენციული ღონისძიებების შესახებ მიიღო ინფორმაცია. შესაბამისი რეკომენდაციები მიიღეს მერის წარმომადგენლებმაც. მათ შორის, საექიმო ამბულატორიების და საზოგადოებრივი თავშეყრისის ადგილების სპეციალური ხსნარებით დამუშავების შესახებ.

ზესტაფონის მუნიციპალიტეტში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით 2 მარტიდან დაიწყო სადეზინფექციო სამუშაოები.

ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების შესაბამისად, სადეზინფექციო სამუშაოები სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში, საჯარო სკოლებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში მიმდინარეობს.


ნანახია: 312-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი