Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის ინფექციურში გუშინ, გვიან ღამით 3 პაციენტი მიიღეს, აქედან 1 რამდენიმე დღის წინ ესპანეთიდან, 2 კი იტალიიდან დაბრუნდა

თარიღი : 6-03-2020, 12:41 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის ახალ ინფექციურ საავადმყოფოში 8 პაციენტის ანალიზების შედეგებს ელოდებიან. ინფექციური საავადმყოფოს მთავარი ექიმის თემურ ნადირაძის თქმით, გუშინ, გვიან ღამით კლინიკაში 3 პაციენტი მიიღეს. აქედან 1 რამდენიმე დღის წინ ესპანეთიდან, 2 კი იტალიიდან დაბრუნდა. მათ სისუსტე და ტემპერატურა აღენიშნებოდათ, რის გამოც კლინიკას მიმართეს.

„ამჟამად კორონა ვირუსის პრობლემებთან დაკავშირებით გვიწევს 8 პაციენტი. გუშინ საღამოს და ღამის საათებში სამია შემოსული. გუშინ მოხერხდა, რომ შუადღეზე 5-ს და ღამის 12 საათზე 3 პაციენტს აეღო ანალიზები კორონა ვირუსზე. ამ დილით, ძალიან ადრე გაიგზავნებოდა ლუგარის ლაბორატორიაში. სადღაც, შუადღის მერე ველოდებით 8 პაციენტის პასუხს. ამ ეტაპზე ყველას მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, მძიმე პაციენტად არავინ ითვლება,“-ამბობს თემურ ნადირაძე.


ნანახია: 891-ჯერ

მსგავსი სიახლეები

ამინდი