Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

„მახვილაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დიდი ხანია არ ჩატარებულა. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ წელს აუცილებლად გავაკეთებდით ამ გზას, დავიწყეთ უკვე და მაისის ბოლოს დასრულდება”

თარიღი : 6-03-2020, 12:38 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერმა მახვილაძის ქუჩაზე მიმდინარე სამუშაოები დაათალიერა.

მერიის პრესსამსახურის ინფორმაციით, საგზაო-სარეაბილიტაციო პროექტების ფარგლებში, ქუთაისში ერთდროულად რამდენიმე ქუჩის საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს.

მახვილაძის ქუჩაზე ეწყობა როგორც გზის საფარი, ასევე, ტროტუარი და ღვარსადენი სისტემა. პროექტის ღირებულება 900 000 ლარზე მეტია და სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,პალადა" ასრულებს. რეაბილიტაცია მაისის ბოლოს დასრულდება.

„მახვილაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დიდი ხანია არ ჩატარებულა. ჩვენ მოსახლეობას დავპირდით, რომ წელს აუცილებლად გავაკეთებდით ამ გზას, დავიწყეთ უკვე და მაისის ბოლოს დასრულდება. ამ ეტაპზე ქუთაისში ერთდროულად 30-მდე ინფრასტრუქტურულ პროექტზე მიმდინარეობს სამუშაოები. ეს რიცხვი კიდევ გაიზრდება,“ - განაცხადა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ.

ამ დროისთვის ქუთაისის მასშტაბით მუშაობა 30-ზე მეტ ინფრასტრუქტურული პროექტზე მიმდინარეობს.


ნანახია: 571-ჯერ

მსგავსი სიახლეები
სილოვან მახვილაძის ქუჩა წლების მანძილზე ამორტიზებული იყო.
აღნიშნულ ქუჩაზე გზის საფარის მოწესრიგება მაისის ბოლოს დაიწყო.
დავითი და კონსტანტინეს ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის მარტის თვეში დაიწყო და თვის ბოლოს დასრულდება.
ქუთაისის მერმა ახლაგაზრდობის გამზირის შემდეგ ქუთაისის სხვადასხვა უბნებში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

ამინდი