Войти на сайт
Логин:
პაროლი:
რეგისტრაცია  :  დაგავიწყდა პაროლი?  :  დახურვა
Рекомендуем так же посмотреть фильмы и не забудьте о шаблоны dle на нашем ресурсе скачать аниме у нас на портале
ჩვენს შესახებ მოგვწერეთ კონტაქტი

ქუთაისის მერიის შენობაში ჟურნალისტებს პრესსამსახურის თანხმობის გარეშე აღარ შეუშვებენ

თარიღი : 19-03-2014, 14:10 | კატეგორია: ახალი ამბები, მთავარი თემა   
topnews.com.ge
ქუთაისის მერიის შენობაში ჟურნალისტებს პრესსამსახურის თანხმობის გარეშე აღარ შეუშვებენ
როგორც ჟურნალისტებისათვის დღეს გახდა ცნობილი, მერიი შენობაში შესვლისას, პრესსამსახურს უნდა დაუკავშირდე, რომლემაც დაცვის თანამშრომელს ჟურნალისტის შენობაში შესვლაზე თანხმობა უნდა განუხცადოს.
„მივიღე ბრძანება, რომ შენობაში არცერთი ჟურნალისტი არ შევუშვა პრესსამსახურის ნებართვის გარეშე,“- აცხადებს მერიის დაცვის თანამშრომელი.
ქუთაისელი ჟურნალსიტები კი აცხადებენ, რომ აღნიშნული ცვლილება მათთვის მიუღებელია და შეზღუდვების გაუქმებას მოითხოვენ.
„შენობაში არ შემიშვეს, მითხრეს, რომ პრესსამსახურს დაურეკეო. მსგავსი შემთხვევები საპარლამენტო არჩევნების წინ ხდებოდა, რასაც მედია სისტემატიურად აქციებით ვაპროტესტებდით“- აცხადებს გაზეთ „ახალი გაზეთის“ ჟურნალისტი თეკლა მორგოშია.
„დაცვამ მითხრა, რომ დღეიდან საშვის გარეშე ვეღარ შეხვალო ან პრესსამსახურს დაურეკეო. ჩვენი ადგილობრივი მედია ძირითადად მერიისდ ამბებზე ვმუშაობთ და ზოგჯერ შენობაში 20-ჯერ მიხდება შესვლა და ოცივეჯერ პრესსამსახურს დავურეკო?“- აცხადებს რადიო „ძველი ქალაქის“ ჟურნალისტი მონიკა ტყეშელაშვილი.
აღნიშნული ცვლილების შესახებ ქუთაისის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.


ნანახია: 1877-ჯერ

მსგავსი სიახლეები
ჟურნალისტებისათვის ქუთაისის ადგილობრივი ხელისუფლების მიერ მიღებული ახალი რეგულაციის შესახებ გახდა ცნობილი.
სემეკის ყოფილ შენობაში 15 ნოემბერს მერიის სოციალური სამსახური გადავა.
ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლის შეთავაზებასთან დაკავშირებით, ქალაქის მერიაში კომენტარს არ აკეთებენ.

ამინდი